საერთაშორისო ურთიერთობები (ბაკალავრი)

სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი

ცნობარში მინიჭებული კოდი: 0880103

სწავლების ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი)

სწავლების ენა: ქართული

წლიური გადასახადი: 2 750 ლარი 

პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა (გერმანული, ფრანგული, რუსული ან ინგლისური), არჩევითი-სავალდებულო საგნები: სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ისტორია, მათემატიკა.

მისაღები კონტიგენტი: 50

პროგრამის ხელმძღვანელი: მარიამ ელიაძე

  • ექსკლუზიური, პრაქტიკული და ინგლისურენოვანი სასწავლო კურსები;
  • მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი და გამოცდილი ლექტორები;
  • პრაქტიკის შესაძლებლობა საქართველოსა და უცხო ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ანალიტიკურ ცენტრებში;
  • გაცვლითი პროგრამები, ეროვნული და საერთაშორისო საზაფხულო სკოლები და პროექტები;• საერთაშორისო ენების გაძლიერებული სწავლება.

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა კურსდამთავრებულს:

  • აძლევს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ცნებებისა და თეორიების, სტრუქტურისა და ინსტიტუტების, სისტემისა და სისტემაში მიმდინარე ინსტიტუციური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა პროცესების, დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობების სფეროს ფართო თეორიულ ცოდნას;
  •  სძენს საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და პრაქტიკაში გამოყენების საბაზისო უნარებს;
  • უვითარებს საერთაშორისო ურთიერთობების ფუძემდებლური პრინციპების კრიტიკული გააზრების უნარს;
  • უვითარებს საერთაშორისო ურთიერთობების სხვადასხვა აქტუალურ და პრობლემურ საკითხზე ხელმძღვანელის მითითებით მცირე მოცულობის კვლევის ჩატარების უნარ-ჩვევებს, საერთაშორისო პოლიტიკური პრობლემებისა და თანამედროვე საკითხების დამუშავების, შემდგომი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას.

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა