ფსიქოლოგია (ბაკალავრი)

სპეციალობა: ფსიქოლოგია 

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფსიქოლოგიის ბაკალავარი

კოდი ცნობარში: 0880102

სწავლის ხანგრძლივობა: 4 წელი (240 კრედიტი)

სწავლების ენა: ქართული

წლიური გადასახადი: 2790 ლარი

პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა (გერმანული, ფრანგული, რუსული ან ინგლისური), არჩევითი-სავალდებულო საგნები: ბიოლოგია, ისტორია, მათეატიკა.

სწავლების ენა: ქართული, ინგლისურენოვანი კომპონენტებით

მისაღები ადგილების რაოდენობა: 80

პროგრამის ხელმძღვანელი: თამარ ქობულაძე

ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს:

(A) გააცნოს ფსიქოლოგიის არსი; ფსიქოლოგიის როგორც მეცნიერების განვითარების ისტორია; თანამედროვე ფსიქოლოგიის ძირითადი მიგნებები და გამოწვევები.
(B) შესძინოს ფსიქოლოგიის სხვადასხვა ქვედარგის (პიროვნების ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია) შესახებ ფართო თეორიული ცოდნა;
(C) გამოუმუშავოს ფსიქოლოგისთვის საჭირო პიროვნული და პროფესიული, მათ შორის კვლევითი უნარ-ჩვევები; ამასთანავე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების და ქართულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაციის უნარი;
(D) გამოუმუშავოს ფსიქოლოგიის სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტიანად გამოყენების უნარი და სპეციალობით საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა უნარები;
(E) ჩამოუყალიბოს პროფესიული საქმიანობისას ეთიკის პრინციპების დაცვის, ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობისა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვის, ცოდნის მუდმივი განახლების, კომპეტენციების სრულყოფისა და პროფესიული განვითარებისათვის საჭირო პასუხისმგებლობა.
 

საბაკალავრო პროგრამა

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა