თეოლოგია (მაგისტრატურა)
პროგრამის სახელწოდება: თეოლოგია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრი თეოლოგიაში
Master of Arts (MA) - Theology
პროგრამის ხელმძღვანელი: ვაჟა ვარდიძე
სწავლის ხანგრძლივობა: 2 (1+1) წელი, 120 (60+60) კრედიტი
სწავლების ენა: ქართული
წლიური გადასახადი: 2500 ლარი (თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები პირველ სემესტრში თავისუფლდებიან გადასახადისგან, ხოლო პირველი სემესტრის ბოლოს, მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში (75 ქულა+), სრული შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით გააგრძელებენ სწავლას.)
მისაღები ადგილების რაოდენობა: 5
თეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ნაწილის მიზანია სტუდენტს:
- გაეცნოს ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას სოციალურ საკითხებთან მიმართებით; სოციალური სწავლების ბიბლიურ საფუძველს და ისტორიულ განვითარებას; ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მოდელებს. გააცნობიეროს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთქმედების შედეგები, რის საფუძველზეც შეძლებს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის რელევანტური პრობლემატკის იდენტიფიცირებას, ეკლესიის სოციალური მოძღვრების იმპლემენტაციას
- ღრმად შეისწავლოს ღვთაებრივი გამომხსნელობითი განგებულების მართლმადიდებლური კონცეფცია პროტესტანტიზმის სოტერიოლოგიურ ტრადიციასთან შედარების კონტექსტში; შეისწავლოს გამოცხადებისა და თეოლოგიური ენის ურთიერთმიმართება და საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიის ჩამოყალიბების ისტორია და სპეციფიკა. გაეცნოს მთავარ ტრინიტარულ კონცეფციებს და მათი ჩამოყალიბების ისტორიული კონტექსტს;
თეოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილის მიზანია სტუდენტს:
- იცოდეს თანამედროვე ქრისტიანული ღვთისმეტყველების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლები და მათი კონცეფციები
- სიღრმისეულად გააანალიზოს სხვადასხვა თეოლოგიური პრობლემა და აკადემიური წერის ტექნიკის საშუალებით, შეძლოს თეოლოგიურ საკითხებზე აკადემიური კვლევის დაგეგმვა და განხორციელება.
თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა
ორიენტირებულია მიმართულებებზე, რომლებიც კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს მიღებული განათლება გამოიყენოს იმ სფეროებში, რომელთა შესაბამის კომპეტენციას სხვა მსგავსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები არ იძლევა.
თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს, არამარტო აკადემიურ და სასულიერო სფეროში მოღვაწეობისთვის ამზადებს, როგორც ამას ხშირად აქვს ადგილი სხვა ანალოგიურ სასწავლებელში, არამედ ორიენტირებულია მიმართულებებზე, რომლებიც კურსდამთავრებულებს საშუალებას მისცემს საექსპერტო სამუშაო გასწიოს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საჯარო დაწესებულებებში.
პროგრამა განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას საკითხებზე, რომლებიც ეხება: ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს, ეკლესიის სოციალურ მოძღვრებას, რელიგიის სოციოლოგიასა და რელიგიურ ანთროპოლოგიას.