საქართველოს გემიფიკაციის ცენტრი
მისია
საქართველოს გემიფიკაციის ცენტრის მისიაა, ხელი შეუწყოს გემიფიკაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და მისი ტექნიკების დანერგვას ბიზნესის, მარკეტინგის, ტურიზმისა და განათლების სფეროში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ დინამური და თანამშრომლობითი გარემო, სადაც ტექნოლოგიებისა და თამაშის დიზაინის პრინციპების ირგვლივ გავაერთიანებთ ორგანიზაციებსა და ინდივიდებს.
ხედვები
კონსულტაციებით, ტრენინგებით, პროექტებითა და ინოვაციური მიდგომებით გავაძლიეროთ ბიზნესის, ტურიზმისა და განათლების სფერო, რათა გამოიყენონ თამაშზე დაფუძნებული სტრატეგიები მათ სამუშაო პროცესებში.
ღირებულებები:
-
ინოვაციურობა: კრეატიულობითა და ექსპერიმენტებით, ხელს ვუწყობთ სწავლა-სწავლების ახალი და ინოვაციური მიდგომების შემუშავებას.
-
თანამშრომლობა: ღია ვართ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კორპორაციებთან, ინდუსტრიის ლიდერებთან, სათემო და სხვა ტიპის ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის.
-
ხელმისაწვდომობა: მზად ვართ შევქმნათ ინკლუზიური გარემო ყველა სტუდენტისა თუ პარტნიორის მიმართ, რომელიც მორგებულია მათ უნიკალურ საჭიროებებზე.
-
უწყვეტი განათლების მხარდაჭერა: გვჯერა მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის (LLL) იდეის და განათლებაში გემიფიკაციის მეთოდების გამოყენებით ვაძლიერებთ ამ კულტურას.
-
სტუდენტზე/მოსწავლეზე ორიენტირებულობა: პრიორიტეტს ვანიჭებთ სტუდენტებისა და მოსწავლეების საჭიროებებსა თუ ინტერესებს და ვცდილობთ შევქმნათ თანამედროვე, გემიფიცირებული და ტექნოლოგიური სასწავლო სივრცე.
-
ეთიკურობა და პასუხისმგებლობა: ხელს ვუწყობთ თამაშის ინსტრუმენტების გამოყენებას განათლებაში, სწავლის, შემეცნებისა და პიროვნული განვითარების მიზნებისთვის, რომლებიც პოზიტიურ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და ავითარებს სფეროს.
-
შედეგებზე ორიენტირებულობა: მზად ვართ მივაწოდოთ გაზომვადი შედეგები პარტნიორებს და შევიმუშაოთ პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი მიზნებსა და ამოცანების შესრულებას.