ნაშრომების წარდგენა სამეცნიერო ჟურნალში

VIII საერთაშორისო სიმპოზიუმი – „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“
ადგილი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

2025 წლის 17–18 ივნისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება VIII საერთაშორისო სიმპოზიუმი „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“, რომლის მიზანია რომის კათოლიკური ეკლესიის როლის გაანალიზება კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში. სიმპოზიუმი ეძღვნება სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალებიდან 300 წლისთავს.

მოხსენებები გამოქვეყნდება თეზისების კრებულში.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, იტალიური

რეგისტრაცია: მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა ონლაინ ან ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ბმულიდან.

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • 2025 წლის 10 აპრილი – განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა

  • 2025 წლის 25 მაისი – სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა

სტატიების გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:
conference@sabauni.edu.ge


საჭირო მოთხოვნები:

  • მოხსენების ხანგრძლივობა: 12–15 წუთი

  • მოხსენების მოცულობა: 6–7 გვერდი

  • გვერდის ფორმატი: A4

  • მინდვრები: ყველა მხრიდან – 2 სმ

  • შრიფტი:

    • ქართულად – Sylfaen, ზომა 12

    • ინგლისურად/იტალიურად – Times New Roman, ზომა 12

  • შუალედი: ერთმაგი (1)

  • პარაგრაფის შესავალი: 1 სმ

  • სათაური: მუქი (bold), ზომა 14


ტექსტის სტრუქტურა:

  • ავტორის გვარი, სახელი და ინსტიტუციური კუთვნილება – პირველ ხაზზე (მუქად);

  • მოხსენების სათაური – მუქად (ზომა 14), ერთი ხაზი გამოტოვებული;

  • მოკლე რეზიუმე ინგლისურად (100–150 სიტყვა);

  • ციტირება და ბიბლიოგრაფია – Chicago-ს სტილში;

  • შენიშვნა: ლათინური ანბანისგან განსხვავებული დამწერლობით მითითებული წყაროები ბიბლიოგრაფიაში უნდა ჩაიწეროს ტრანსლიტერაციით, რომანიზაციის წესის შესაბამისად. ტრანსლიტერაციის წესები იხილეთ ბმულზე:
    https://www.translitteration.com/transliteration/en/georgian/national/

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა