შედარებითი და საერთაშორისო განათლება (აკრედიტაციის პროცესში)
პროგრამის სახელწოდება: შედარებითი და საერთაშორისო განათლება
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების მეცნიერების მაგისტრი
პროგრამის ხელმძღვანელები: გიორგი თავაძე, ნანო პაჭკორია
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი (120 კრედიტი)
სწავლების ენა: ქართული
წლიური გადასახადი: 3300 ლარი
მისაღები ადგილების რაოდენობა: 15
შედარებითი და საერთაშორისო განათლების სამაგისტრო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს:
- შესძინოს სიღრმისეული თეორიულ-კონცეპტუალური ცოდნა შედარებითი და საერთაშორისო განათლების სფეროში, ისტორიული განვითარების ტენდენციების, საკვანძო თეორიებისა და მეთოდოლოგიების, ასევე, თანამედროვე საგანმანათლებლო დებატების გააზრებით ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე;
- განუვითაროს საგანმანათლებლო სისტემების, პოლიტიკებისა და პრაქტიკების კრიტიკული ანალიზის უნარი მათ ისტორიულ, სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ კონტექსტში;
- განუვითაროს თანამედროვე კვლევითი კომპეტენციები თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის დაგეგმვის, განხორციელებისა და მონაცემთა ანალიზის მიმართულებით, აკადემიური წერისა და ეთიკური სტანდარტების დაცვით;
- ჩამოუყალიბოს შედარებითი და საერთაშორისო განათლების სფეროში არსებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, პროფესიული კომუნიკაციის, ეთიკური პასუხისმგებლობისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების უნარი აკადემიურ და პროფესიულ გარემოში.
დასაქმების სფერო:
შედარებითი და საერთაშორისო განათლების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს აქვთ დასაქმების ფართო შესაძლებლობები საერთაშორისო ორგანიზაციებში, არასამთავრობო სექტორსა და განვითარების სააგენტოებში, სადაც მათ შეუძლიათ იმუშაონ განათლების, პოლიტიკის ანალიზისა და პროექტების კოორდინირების მიმართულებით. დასაქმების სფერო ასევე მოიცავს სახელმწიფო ორგანოებს (სამინისტროებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებს), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ცენტრებს, სკოლებსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციას. კურსდამთავრებულები შესაძლოა დასაქმდნენ განათლების პოლიტიკის ანალიტიკოსის, მკვლევრის, პროექტების ოფიცრის, მონიტორინგისა და შეფასების სპეციალისტის, კურიკულუმისა და/ან საგანმანათლებლო პროგრამების განმავითარებლის, აგრეთვე განათლების სფეროში კონსულტანტის პოზიციებზე.
შედარებითი და საერთაშორისო განათლების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ სწავლა განაგრძონ სადოქტორო პროგრამებზე განათლების, სოციალური მეცნიერებების, საჯარო პოლიტიკის, საერთაშორისო განვითარების და ინტერდისციპლინური კვლევების მიმართულებებით. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა გაიარონ სასერტიფიკატო და პროფესიული განვითარების კურსები, ასევე, ჩაერთონ საერთაშორისო ტრენინგ-პროგრამებში ისეთ სფეროებში, როგორებიცაა განათლების პოლიტიკა, კვლევის მეთოდები, ლიდერობა განათლებაში, ციფრული განათლება და სხვ. პროგრამა ქმნის მყარ საფუძველს როგორც კვლევაზე ორიენტირებული აკადემიური კარიერის განვითარებისთვის, ისე უწყვეტი პროფესიული ზრდისთვის ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტებში.