ბიზნესსამართლის სამაგისტრო პროგრამა
ბიზნესსამართლის სამაგისტრო პროგრამა (აკრედიტაციის პროცესში)
პროგრამის სახელწოდება: ბიზნესსამართალი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის მაგისტრი/Master of Law (LL.M.), კვლევის მაგისტრი სამართალში/Research Master in Law (MRes)
პროგრამის ხელმძღვანელი: სიმონ ტაკაშვილი
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი, 120 კრედიტი
სწავლების ენა: ქართული
წლიური გადასახადი: 3 950 ლარი
მისაღები ადგილების რაოდენობა: 25
ბიზნესსამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ნაწილის (LL.M./60 ECTS კრედიტი) მიზანია სტუდენტს
- შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა თანამედროვე ბიზნესსამართლის აქტუალური და პრობლემური საკითხების, საერთაშორისო ბიზნესტრანზაქციების, სამართლის ტექნოლოგიების, ბიზნესის საგადასახადო და კონკურენციული რეჟიმების, ბიზნესში შრომითი ურთიერთობების რეგულირების შესახებ;
- გამოუმუშაოს ბიზნესსაქმიანობისთვის მნიშვნელოვანი მომწესრიგებელი ნორმების ანალიზისა და საკუთარი კომპლექსური და ორიგინალური სამართლებრივი დასკვნების ჩამოყალიბების, მათი პროფესიული საზოგადოებისთვის გაზიარების, ბიზნესდავების გადაწყვეტის საპროცესო და ალტერნატიული მექანიზმების ეფექტიანად და ეთიკურად გამოყენების უნარი.ბიზნესსამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილის (MRes/60 ECTS კრედიტი) მიზანია სტუდენტს ასევე:
- გამოუმუშაოს საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესის წარმართვისთვის საჭირო სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების, მათ შორის, ბიზნესისთვის რელევანტური თვისებრივი და სტატისტიკური მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და შეფასების უნარი;
- გამოუმუშაოს აკადემიური კეთილსინდისიერებით სამეცნიერო კვლევისა და სამართლებრივ-ეთიკური ღირებულებების ფორმირების უნარი.
დასაქმების სფერო:
ბიზნესსამართლის სამაგისტრო პროგრამის (120 ECTS კრედიტი) კურსდამთავრებული მომზადებულია სამართლის სფეროში მაღალი რანგის იურიდიული პრაქტიკის განსახორციელებლად და სამეცნიერო მუშაობის გასაგრძელებლად. ბიზნესსამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ნაწილის (LL.M./60 ECTS კრედიტი) კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ეძლევა იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი წინაპირობები. ბიზნესსამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილის (Mres/60 ECTS კრედიტი) კურსდამთავრებულს კი დამატებით შეუძლია დასაქმდეს იურისპრუდენციისა და მომიჯნავე სფეროების მკვლევრის თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება პრაქტიკული კვლევა, სამეცნიერო წყაროების ანალიზი, აკადემიური წერა და ა.შ.
ბიზნესსამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი ნაწილის (LL.M./60 ECTS კრედიტი) კურსდამთავრებულს უფლება აქვს, სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე სწავლა განაგრძოს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესსამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილზე (MRes/60 ECTS კრედიტი), თუ პირველ ნაწილზე ჩარიცხვიდან არ არის გასული 5 წელი, ბიზნესსამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე ნაწილის (MRes/60 ECTS კრედიტი) კურსდამთავრებულს კი − საქართველოს ან სხვა ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბიზნესსამართლის ან სხვა შესაბამისი მიმართულების სადოქტორო პროგრამაზე, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის მკვლევრის მომზადებაზე.