CUP

კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნორობა (CUP) დაფუძნდა 2004 წელს როგორც პოსტ-საბჭოთა და პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში მოქმედი კათოლიკური უნივერსიტეტების მხარდამჭერი ინიციატივა.

პარტნიორობა ნოტრ დამის უნივერსიტეტთან ერთად აერთიანებს აღმოსავლეთ ევროპის შემდეგ ექვს კათოლიკურ უნივერსიტეტს:

  • ლუბლინის იოანე პავლე მეორის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  • ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტი (ხორვატია)
  • პაზმანი პეტერის კათოლიკური უნივერსიტეტი (უნგრეთი)
  • რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)
  • უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი (უკრაინა)
  • სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (საქართველო)

კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის დაფუძნების ინიციატორია ნოტრ დამის უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი ნანოვიკის ევროპათმცოდნეობის ინსტიტუტი, რომელიც 20 წელზე მეტია აქტიურად უჭერს მხარს პარტნიორი კათოლიკური უნივერსიტეტების ინსტიტუციური განვითარების პროექტებს. ამ მიზნით წევრ უნივერსიტეტებში ყოველწლიურად იმართება აქტუალურ თემებზე მიძღვნილი კონფერენცია და სამუშაო შეხვედრები.

ნანოვიკის ინსტიტუტმა და CUP-ის პარტნიორებმა ერთობლივად შეიმუშავეს რამდენიმე ერთობლივი კვლევითი და სტიპენდიების პროგრამა. ერთ-ერთი პროგრამა მოიცავს კვლევით ინიციატივას „რწმენა და თავისუფლება“ - რომელიც CUP-ის პარტნიორებთან თანამშრომლობით ხორციელდება და ფოკუსირებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური, რელიგიური და პოლიტიკური თავისუფლებებისკენ სწრაფვის გააზრებაზე 1989 წლიდან. ამ კვლევითმა ინიციატივამ KUL Press-თან ერთად გამოსცა პუბლიკაცია სახელწოდებით „რწმენა, თავისუფლება და კომუნიზმის დაცემა“, და საფუძვლად დაედო შემდგომ პროექტს, რომელიც ამჟამად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ეროვნული ფონდის მიერ არის დაფინანსებული. CUP-ის ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის შედეგად, 2022 წელს UCU Press-მა გამოსცა კრებული „კომუნიზმის ტრავმა“.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი CUP-ს 2016 წელს შეუერთდა და დღემდე არაერთ პროექტში იყო აქტიურად ჩართული. 2022 წლის 19-20 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა უმასპინძლა CUP-ის მორიგ შეხვედრას, რომლის ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია თემაზე „გამძლეობა და აღდგენა: გამოწვევები უნივერსიტეტებისათვის“ და სამუშაო შეხვედრები.

ლიდერობის პროგრამა

ნანოვიკის ინსტიტუტი მხარს უჭერს კათოლიკური უნივერსიტეტის პარტნიორობის (CUP) ინსტიტუტების ლიდერების პროფესიულ და სულიერ განვითარებას. ნოტრ-დამის უნივერსიტეტში ჩატარებული ლიდერობის პროგრამებისა და ნოტრ-დამის გლობალური ქსელის მეშვეობით, ინსტიტუტი მიზნად ისახავს მდგრადი ლიდერებისა და გამოცდილი ლიდერების საერთაშორისო საზოგადოების შექმნას.

2017 წლიდან მოქმედებს კათოლიკური ლიდერობის პროგრამა, რომელიც განკუთვნილია კათოლიკური უნივერსიტეტების მაღალი მენეჯმენტისთვის და ორიენტირებულია მენეჯმენტის უნარების, სტრატეგიულ დაგეგმვისა და ფილანტროპიის განვითარებაზე. ერთკვირიანი ინტენსიური ტრენინგების გამართვაში აქტიურადაა ჩართული მენდოზას ბიზნეს სკოლა. ლიდერობის პროგრამა იმართება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ.

2022 წლიდან კათოლიკური ლიდერობის მოწინავე პროგრამა დაფუძნდა, რომელიც ორიენტირებულია ლიდერობაში მდგრადობის ჩამოყალიბებაზე. ის 24-მდე ლიდერს სთავაზობს შესაძლებლობას განაახლონ და გააღრმავონ ლიდერობის, დროის მენეჯმენტისა და ურთიერთობების დამყარების უნარები. აღნიშნული პროგრამა ყოველ 3-5 წელში ერთხელ ტარდება (საჭიროებიდან გამომდინარე) და მას მასპინძლობს ნოტრ დამის უნივერსიტეტის ფილიალი რომში.

ლიდერობის პროგრამაში სხვადასხვა დროს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თოთხმეტმა (14) წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

 

CUP საზაფხულო სკოლა

2022 წლიდან, რუსეთის უკრაინაში ხელმეორედ შეჭრის და ფართო მასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, CUP-ისა და ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ყოველწლიურად იმართება საზაფხულო სკოლა სახელწოდებით „Practicing Resilience – Preparing for Recovery”, რომელშიც მონაწილეობენ სტუდენტები პარტნიორი უნივერსიტეტებიდან.

10 დღიანი საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს როგორც ლექცია, ტრენინგებს, ასევე სოციალურ ღონისძიებებსა და სულიერ შეხვედრებს (შეხვედრები, მედიტაციები).

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიდან ყოველწლიურად ორი სტუდენტი მონაწილეობს აღნიშნულ საზაფხულო სკოლაში ორგანიზატორების მიერ სრული დაფინანსებით.

 

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა