რატომ საბაუნი

გახდი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტი და ისარგებლე უნიკალური შესაძლებლობებით!

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის კოდი ცნობარში - 088

  • სამი წლის სწავლის საფასურის სრული დაფინანსება - თუ საბაუნის აირჩევ პირველ პრიორიტეტად და მოხვდები ყველაზე მაღალი შედეგის მქონე  700 აბიტურიენტს შორის, მიიღებ სამი წლის სწავლის საფასურის სრულ დაფინანსებას
  • სრული დაფინანსება ოქროს მედალოსნებისთვის – აირჩიე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი პირველ პრიორიტეტად და უნივერსიტეტი სრულად დაგიფინანსებს პირველი წლის სწავლის საფასურს.
  • რეიტინგით პირველ 1000-ში მოხვედრილი აბიტურიენტები - პირველი წლის სწავლის სრულ დაფინანსებას მიიღებენ
  •  სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტებზე საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტები თითოეული ფაკულტეტიდან ერთი ლეპტოპით დაჯილდოვდებიან
  • დამატებითი უცხო ენის ინტენსიური კურსის -  ყველა სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტს პირველ პრიორიტეტად აირჩევს, უფასოდ შეძლებს დამატებითი უცხო ენის ინტენსიური კურსის გავლას
  • თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს პირველი სემესტრი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში დამატებით სამწლიანი შიდა გრანტით ისარგებლებენ.
  • ოჯახური შეთავაზება აბიტურიენტებისთვის - თუ ერთი ოჯახის ორი ან მეტი წევრი ერთდროულად სწავლობს უნივერსიტეტში, თითოეული მათგანი მიიღებს 10%-იან შეღავათს სწავლის საფასურზე.
  •  საბაუნის კურსდამთავრებულები, რომლებიც სწავლას სხვა პროგრამაზე გააგრძელებენ, დამატებით 10%-იან შიდა გრანტს მიიღებენ
  • გადახდის მოქნილი სისტემა – შეგიძლია სწავლის საფასური 10 ნაწილად დაფარო.

გაცვლითი პროგრამები ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში

საბაუნის სტუდენტები ისწავლიან ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებისა და საზაფხულო სკოლის ფარგლებში, შიდა საუნივერსიტეტო გრანტებით, სრული დაფინანსებით.

 

ექსკლუზიური სასერტიფიკატო პროგრამები                                                                                                                                         

საბაუნის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია თითოეული სტუდენტის საჭიროებას მოერგოს, ამიტომ მუდმივ რეჟიმში ატარებს პროფესიული განვითარებისთვისა და კარიერული წინსვლისთვის საჭირო ტრენინგებს.

 

საუნივერსიტეტო, საფაკულტეტო და სახელობითი სტიპენდიები       

საბაუნიში ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს შიდა საუნივერსიტეტო სტიპენდიებით, როგორიცაა: სულხან-საბას სახელობის სტიპენდია, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტიპენდია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტიპენდია, სამართლის ფაკულტეტის სტიპენდია, თეოლოგიის ფაკულტეტის სტიპენდია.

 

სტაჟირების საუნივერსიტეტო პროგრამები                                                                                                                                         

საბაუნიში ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტს შესაძლებლობა ექნება გაიაროს სტაჟირება საუნივერსიტეტო პროგრამებში არსებულ პროექტებში ჩართულობით.

 

სტარტაპ პროექტების დაფინანსების ხელშეწყობა                                                                                                                               

საბაუნიში ჩაბარების შემთხვევაში სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა სტარტაპ პროექტების გრანტის მოსაპოვებლად მიიღოს დარგის ლიდერებისგან სრული კონსულტაციები და რეკომენდაციები.

 

დამატებითი სარგებელი თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის                                                                        

თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები პირველ სემესტრში თავისუფლდებიან გადასახადისგან, ხოლო პირველი სემესტრის ბოლოს, მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში (75 ქულა+), სრული შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით გააგრძელებენ სწავლას.                                                                                                                          

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა