მიღება

საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა და სტუდენტის სტატუსის მინიჭება ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად,  კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე

სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად აბიტურიენტმა უნდა გაიაროს პირველადი რეგისტრაცია, რომელიც მიმდინარეობს სწავლის დაწყებამდე, რექტორის აქტით დადგენილ ვადებში.

საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 2025 წლის 2 სექტემბერი - 10 სექტემბერი.

რეგისტრაციის დროს აპლიკანტმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  •  სარეგისტრაციო განცხადება/სპეციალური ფორმა (შეივსება საბუთების ჩაბარების დროს), სარეგისტრაციო განცხადება არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში შეივსება მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ;
  •  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის) ასლი დედნის წარმოდგენის პირობით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში-პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
  •  1 ნაბეჭდი ფოტოსურათი ზომით 3×4 და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია (CD/DVD დისკზე);
  •  კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) ასლი დედნის წარმოდგენის პირობით;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი დედნის წარმოდგენის პირობით (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა);
  • შევსებული სპეციალური ანკეტა (აბიტურიენტებს შეუძლიათ მიიღონ ანკეტის ფორმა უნივერსიტეტში);
  •  სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ სტუდენტი ისწავლის სრული/ნაწილობრივი თვითდაფინანსებით);
  • განათლების მომსახურების ხელმოწერილი ხელშეკრულება (ხელშეკრულების შაბლონს აბიტურიენტი მიიღებს უნივერსიტეტში. თუ აბიტურიენტი არასრულწლოვანია, მასთან ერთად ხელშეკრულებას ხელს აწერს მისი კანონიერი წარმომადგენელი).
  • საბუთების მიღება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით განხორციელდება; (10:00 - 18:00)
  • შესვენება -  13:00 საათიდან - 14:00 საათამდე.

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა