ღია კარის დღეები

24 აპრილს, 14:00 საათზე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი გიწვევს ღია კარის დღეზე, სადაც მთავარი თემა შენი საერთაშორისო შესაძლებლობები იქნება!

აქ გაიგებ:

  •  როგორ ისწავლო ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით;
  • როგორ მოგზაურობენ და სწავლობენ ჩვენი სტუდენტები Erasmus+ პროგრამით;
  • მიიღებ კონკრეტულ რჩევებს აპლიკაციის შევსებაზე, შერჩევის ეტაპებსა და მომზადებაზე;

ჩაერთვები ინტერაქტიულ აქტივობებში, გამოსცდი შენს ცოდნას საერთაშორისო განათლების შესახებ და მიიღებ სიმბოლურ საჩუქრებს.

დაათვალიერებ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გარემოს და გაეცნობი მის საერთაშორისო შესაძლებლობებს.

არ გამოტოვო შანსი, პირადად შეხვდე მათ, ვინც ეს გზა უკვე გაიარა და დასვა ყველა კითხვა, რაც გაინტერესებს.

????ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღება აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/HhDcsTPesM9qD9pr5

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა