ტურიზმი (ბაკალავრიატი)
- სპეციალობა: ტურიზმი
- მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ტურიზმის ბაკალავრიატი
- კოდი ცნობარში: 0880106
- სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი)
- სწავლების ენა: ქართული
- წლიური გადასახადი: 2 750 ლარი
- პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა (გერმანული, ფრანგული, რუსული ან ინგლისური), არჩევითი-სავალდებულო საგნები: გეოგრაფია, ისტორია, მათემატიკა.
- მისაღები ადგილები: 60
პროგრამის ხელმძღვანელი: იზოლდა ხოხაშვილი
საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც იაზრებს:
- ტურიზმის სფეროს ძირითად პრინციპებსა და მასთან დაკავშირებულ ეკონომიკის, ბიზნესის, მენეჯმენტისა და მარკეტინგის კომპლექსურ საკითხებს;
- ტურისტული საქმიანობის მართვისა და რეგულირების მექანიზმებს, ტურიზმის პოლიტიკისა და მისი მდგრადი ფუნქციონირების, ტურიზმის სფეროს საკანონმდებლო რეგულირების ძირითად საკითხებს; ტურიზმის, როგორც მსოფლიო სოციალური მოვლენის, თავისებურებების, ქვეყნის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების, გარემოს დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების, ტურიზმის ოპერაციული სექტორების მართვის ძირითად ინსტრუმენტებს;
- ტურიზმის სექტორში სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს მინიმალური მითითებების შესაბამისად, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, კვლევითი სამუშაოების შესრულებისა და/ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელების შესაძლებლობებს.
- პროფესიული და ეთიკური ნორმების დაცვას, ეთნიკური, კულტურული, სოციალური და სხვ. ღირებულებების გათვალისწინებით.
დასაქმების სფერო
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს ტურიზმის ბიზნესის სფეროს კერძო და სახელმწიფო სექტორში, ქართულ და უცხოურ ტურისტულ კომპანიებში, სხვადასხვა მოკლე და გრძელვადიან პროექტებში და სამთავრობო და არასამთავრობოორგანიზაციებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, საგამომცემლო და სამეცნიერო–კვლევით ან/და სხვადაწესებულებებში, რომლისთვისაც მოითხოვება/საკმარისია ტურიზმის ბაკალავრის ხარისხი.