სამართალი (მაგისტრატურა)

პროგრამის სახელწოდება : სამართალი (მაგისტრატურა) 
სწავლების ენა:  ქართული ინგლისურენოვანი კომპონენტებით
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სამართლის მაგისტრი
პროგრამის ხელმძღვანელი: დიმიტრი გეგენავა, სამართლის დოქტორი, პროფესორი.
სწავლის ხანგრძლივობა:  2 წელი (120 კრედიტი)
სწავლის საფასური: 2950 ლარი

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს თანამედროვე სამართლის სისტემური და შედარებითსამართლებრივი არგუმენტაციის ჭრილში, შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროში და გამოუმუშავოს შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.

სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშაოს:

  • კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროში საკუთარი კომპლექსური და ორიგინალური სამართლებრივი დასკვნების ჩამოყალიბების უნარი;
  •  აკადემიური და პროფესიული საზოგადოებისათვის საკუთარი სამართლებრივი დასკვნებისა და არგუმენტების გაზიარების უნარი;
  •  კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროში სწავლის დამოუკიდებლად წარმართვისა და სამეცნიერო კვლევის უნარი;
  •   სამართლებრივ-ეთიკური ღირებულებების ფორმირების უნარი.

სამართლის ფაკულტეტი დაკომპლექტებულია როგორც პრაქტიკოსი ლექტორებით, ისე მაღალკვალიფიციური  მეცნიერ-იურისტებით, რომელთა ლექციები მიმდინარეობს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.

სამართლის სამაგისტრო პროგრამა გამოირჩევა ექსკლუზიური და პრაქტიკული სასწავლო კურსების სიმრავლით:

  •  რთული შემთხვევების კვალიფიკაცია და სამართლებრივი დასაბუთება
  •  ხელოვნური ინტელექტი და სამართლის ტექნოლოგიები (Legal-Tech)
  •   ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა
  •  ბიზნესდავების გადაწვეტა და სამოქალაქო სამართლის პროცესი
  •  სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
  •  მედიცინის სამართალი
  • ჯანმრთელობის დაცვის სამართალი
  • კაპიტალური საზოგადოებები: სამართლებრივ დოკუმენტთა წარმოება და სასამართლო პრაქტიკა
  • კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სამართალი
  • სპორტის სამართალი
  • დანაშაული და მედია
  •  პრივატიზაციის სამართალი
  •  შედარებითი სამართალი
  • სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა და სამართალშემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკა
  •  სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა, ტერიტორიული კონფლიქტები და საქართველო

ზოგიერთი საგანი არის სამკრედიტიანი და ნახევარ სემესტრში მთავრდება. ეს სტუდენტებს საშუალებას აძლევს სემესტრის განმავლობაში ბევრი ისეთი საგანი გაიარონ, რაც აინტერესებთ და პრაქტიკაში გამოადგებათ.

პროგრამის გამორჩეული მხარეა კლინიკური სწავლება. კერძო და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის სავალდებულოა სამართლის პრაქტიკული კლინიკა, ხოლო სისხლის სამართლის მიმართულებისთვის - სისხლის სამართლის პროცესის კლინიკა. 

სამართლის სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია კვლევის კომპონენტი - სამაგისტრო ნაშრომი. ფაკულტეტი აქვეყნებს საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომებს. 

სამართლის სამაგისტრო პროგრამა

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა