საჯარო მმართველობა (მაგისტრატურა)
პროგრამის სახელწოდება : საჯარო მმართველობა
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საჯარო მმართველობის მაგისტრი/Master of Public Administration, საჯარო მმართველობის კვლევის მაგისტრი/Research Master in Public Administration
პროგრამის ხელმძღვანელი: ლიანა გიორგაძე, გიორგი გორაძე
სწავლის საფასური: 2 500 ლარი
სწავლის ხანგრძლივობა: 2 (1+1) წელი, 120 (60+60) კრედიტი
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს მულტიდისციპლინური, ღრმა და სისტემური ცოდნა:
-
საჯარო მმართველობის, საჯარო მმართველობის განხორციელების სამართლებრივი ინსტრუმენტების, საჯარო ფინანსების მართვის, საჯარო მმართველობის ძირითადი ღირებულებებისა და პრინციპების, ასევე ეთიკური სტანდარტის შესახებ;
-
საქართველოს სახელმწიფო მოწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირების, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ.
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაწილის (60 ECTS) მიზანია სტუდენტს:
- შესძინოს მულტიდისციპლინური, ღრმა და სისტემური ცოდნა საჯარო მმართველობის, მისი საკონსტიტუციო რეგულირების, თანამედროვე კონცეფციების, საჯარო მმართველობის განხორციელების სამართლებრივი ინსტრუმენტების, საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის, საჯარო ფინანსების მართვის, საჯარო დაწესებულებების ორგანიზაციული სტრუქტურისა და მართვის, ასევე პოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდების შესახებ;
- შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა საქართველოს სახელმწიფო მოწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირების, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ეროვნული და რეგიონული მნიშვნელობის, ასევე ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების შესახებ;
- ჩამოაყალიბოს მაღალი ეთიკური ღირებულებებისა და სტანდარტების მქონე პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მმართველები და მოსამსახურეები, რომელთაც შეეძლებათ ხელი შეუწყონ საჯარო მმართველობის სისტემის ეფექტურ მუშაობას, ინოვაციური მიდგომების გამოყენებით მონაწილეობა მიიღონ მის მდგრად განვითარებაში.
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მეორე ნაწილის (60 ECTS) მიზანია სტუდენტს:
- შესძინოს, საჯარო მმართველობის პრობლემების სიღრმისეული ანალიზისა და გადაწყვეტის მიზნით,
- აკადემიური წერის ტექნიკისა და კვლევის სათანადო მეთოდების გამოყენებით, სამეცნიერო კვლევის უნარი.
ლექციებს უძღვებიან როგორც მოქმედი საჯარო მოხელეები, რომლებიც თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ სტუდენტებს, ისე მაღალკვალიფიციური მეცნიერები, რომელთა ლექციები მიმდინარეობს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა გამოირჩევა ექსკლუზიური და პრაქტიკული სასწავლო კურსების სიმრავლით:
-
საჯარო მმართველობა და სამოხელეო სამართალი;
-
საქართველოს სახელმწიფო მოწყობა;
-
საჯარო დაწესებულებების ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა;
-
სტრატეგიული დაგეგმარება და პოლიტიკის დოკუმენტების შექმნა;
-
საჯარო მმართველობის კონტროლის მექანიზმები;
-
ადამიანური რესურსების მართვა საჯარო სამსახურში;
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვა და ინფორმაციის თავისუფლება;
-
პროექტმენეჯმენტი;
-
საჯარო მმართველობა და ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკა;
ზოგიერთი საგანი არის სამკრედიტიანი და ნახევარ სემესტრში მთავრდება. ეს სტუდენტებს საშუალებას აძლევს სემესტრის განმავლობაში ბევრი ისეთი საგანი გაიარონ, რაც აინტერესებთ და პრაქტიკაში გამოადგებათ.
პრაქტიკული კომპონენტის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება აქვთ ჩაატარონ კვლევა ან პრაქტიკა გაიარონ რომელიმე საჯარო უწყებაში.
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია კვლევის კომპონენტი - სამაგისტრო ნაშრომი.
ფაკულტეტი აქვეყნებს საუკეთესო სამაგისტრო ნაშრომებს. ამით ხელს უწყობს სტუდენტთა სამეცნიერო კვლევებში ჩაბმას, სამეცნიერო მუშაობის წახალისებას და სამომავლოდ კვალიფიციური პედაგოგების მომზადებას.