თეოლოგია (ბაკალავრიატი)

სპეციალობა: თეოლოგია

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრი თეოლოგიაში

კოდი ცნობარში: 0880109

სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი)

სწავლების ენა: ქართული 

წლიური გადასახადი: 2 750 ლარი

თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები პირველ სემესტრში თავისუფლდებიან გადასახადისგან, ხოლო პირველი სემესტრის ბოლოს, მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში (75 ქულა+), სრული შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსებით გააგრძელებენ სწავლას.

მისაღები ადგილების რაოდენობა: 15

პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები: ქართული ენა, უცხო ენა (გერმანული, ფრანგული, რუსული ან ინგლისური), ისტორია ან ლიტერატურა.

პროგრამის ხელმძღვანელი: ვაჟა ვარდიძე

  • ერთადერთი აკრედიტირებული პროგრამა კავკასიის რეგიონში;
  • ექსკლუზიური გაცვლითი პროგრამა ევროპის 10 უნივერსიტეტში;
  • დამატებითი სპეციალობის არჩევის შესაძლებლობა (მენეჯმენტი, ტურიზმი, საერთაშორისო ურთიერთობები

სტუდენტებს აძლევს  თეოლოგიური განათლების ყველა საბაზისო ელემენტს. განსაკუთრებულ თავისებურებად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მთავარი თეოლოგიური დისციპლინები ისწავლება ინტერკონფესიონალური მიდგომით, მართლმადიდებლური და კათოლიკური  ტრადიციის მიხედვით. ბევრ თეოლოგიურ სასწავლო კურსს ასწავლის ამ დარგის ავტორიტეტული და პოპულარული აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს თეოლოგიის საფუძვლიანი შესწავლის პარალელურად შეუძლიათ ჟურნალისტიკისა და ფსიქოლოგიის ძირითადი საკითხების შესწავლა, რაც მათ საშუალებას მისცემთ თეოლოგიური კომპეტენცია ადამიანთა შორის ურთიერთობებსა და მედია სფეროებში გამოიყენონ. სტუდენტებს დამატებითი სპეციალობის (Minor) ფარგლებში შეუძლიათ აირჩიონ საერთაშორისო ურთიერთობების, ტურიზმისა და მენეჯმენტის პროგრამები, რაც მათ შეძენილი ცოდნისა და უნარების გამოყენებით  შრომის ბაზარზე თავის დამკვიდრებას გაუადვილებს.

პროგრამის მიზანი

  •  ძველი და ახალი აღთქმის შინაარსობრივი ცოდნა და მისი განმარტებები;
  • ადრეული, შუა, ძველი და ახალი პერიოდის ეკლესიის ისტორია, საქართველოს ეკელესიის ისტორია, საეკლესიო სამართალი, საკრამენტოლოგია, პატრისტიკული ლიტერატურა
  • ეკლესიის დოგმატური მოძღვრება და ფუნდამენტური თეოლოგია, ქრისტიანული ეთიკა, ანტიკური, შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი ფილოსოფიის ისტორია, მსოფლიო რელიგიების ისტორიის ზოგადი ცოდნა.
  •  თეოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ხელმძღვანელის მითითებით მცირე მოცულობის კვლევის ჩატარების უნარ-ჩვევები, თეოლოგიური პრობლემებისა და თანამედროვე საკითხების დამუშავების, შემდგომი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა;
  •  სხვადასხვა რელიგიისა და რელიგიური მიმდინარეობის პატივისცემა.

დასაქმების სფერო

კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სახელმწიფო და კერძო სექტორის დაწესებულებებში, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, რელიგიურ ორგანიზაციებში, საგამომცემლო და სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში ან/და სხვ., სადაც მოითხოვება/საკმარისია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის თეოლოგიაში აკადემიური ხარისხი. ასევე, კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს: მენეჯმენტის დამატებითი სპეციალობის

პროგრამის შესწავლის შემთხვევაში - როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიების ადმინისტრაციულ, სამეურნეო, საინფორმაციო და სხვ. სამსახურებში, ფირმებსა და საწარმოებში; ტურიზმის დამატებითი სპეციალობის პროგრამის შესწავლის შემთხვევაში - როგორც ქართულ, ისე უცხოურ ტურისტულ კომპანიებში, სახელმწიფო და კომერციული სექტორის ტურისტულ ორგანიზაციებში, საკურორტო ობიექტებზე ან/და სხვ. საერთაშორისო ურთიერთობების დამატებითი სპეციალობის პროგრამის შესწავლის შემთხვევაში - საჯარო დაწესებულებები (სამინისტროები და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ინსტიტუტები), შესაბამისი პროფილის ორგანიზაციები არასამთავრობო და კერძო სექტორში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, მასმედიაში.

თეოლოგიიის საბაკალავრო პროგრამა

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა