სოციოლოგია (ბაკალავრი)

სპეციალობა: სოციოლოგია

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სოციოლოგიის ბაკალავრი

კოდი ცნობარში: 0880104

სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი)

სწავლების ენა: ქართული

წლიური გადასახადი: 2 750 ლარი

მისაღები კონტიგენტი: 25

პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი აუცილებელი საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა
(გერმანული, ფრანგული, რუსული ან ინგლისური), არჩევითი-სავალდებულო საგნები: ისტორია ან მათემატიკა.

პროგრამის ხელმძღვანელი: გიორგი თავაძე

თანახელმძღვანელი: ნანო პაჭკორია 

სოციოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულს:

  •  შესძინოს სოციოლოგიის საფუძვლებისა და ძირითადი თეორიების, ასევე, სოციოლოგიის სხვადასხვა აქტუალური მიმართულების შესახებ ფართო თეორიული ცოდნა; 
  • განუვითაროს სოციოლოგიური პრაქტიკისა და მეცნიერული სიახლეებისადმი ყურადღების მიდევნების, აგრეთვე, ეფექტური კომუნიკაციის, სოციოლოგიის მიმართულებით ცოდნის მუდმივი განახლებისა და სწავლის უნარი;
  • ჩამოუყალიბოს სოციალური კვლევის პრაქტიკული და სოციოლოგიის თეორიის პრაქტიკული გამოყენებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები;
  • სოციოლოგიის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის, აგრეთვე საკითხის შეფასების, ანალიზის, მსჯელობის, დასაბუთების, ამოცანების გადაწყვეტისთვის აუცილებელი უნარები;
  • მისცეს სოციოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ და თანამედროვე თემაზე ხელმძღვანელის მითითებით მცირე მოცულობის კვლევის ჩატარების უნარჩვევები, სოციოლოგიური პრობლემებისა და თანამედროვე საკითხების დამუშავების, შემდგომი განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა.

კურსდასაქმებული შეძლებს:

  • სოციოლოგიური პრობლემის იდენტიფიცირებას, მისი არსის ჩამოყალიბებას, პრობლემის გადაწყვეტის თეზისის განვითარებას, მისი გადაწყვეტის ადეკვატური გზების შერჩევასა და პრობლემის გადაწყვეტის შერჩეული მიდგომების თაობაზე კომუნიკაციას; 
  • მონაცემების შეგროვებას, სტანდარტული და უახლესი მეთოდის გამოყენებით განყენებული მონაცემებისა და/ან სიტუაციების ანალიზს;
  • აბსტრაქტულ აზროვნებას, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიებას, მიღებული ინფორმაციის დამუშავებასა და ანალიზს, ასევე, ახალი იდეების გენერირების, დისკუსიის წარმართვის, საკუთარი მოსაზრებების საჯარო წარდგენის უნარების გამომუშავებას.

სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა