ფსიქოლოგია (ბაკალავრიატი)

სპეციალობა: ფსიქოლოგია 

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფსიქოლოგიის ბაკალავარი

კოდი ცნობარში: 0880102

სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი (180 კრედიტი)

სწავლების ენა: ქართული

წლიური გადასახადი: 2 950 ლარი

პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა (გერმანული, ფრანგული, რუსული ან ინგლისური), არჩევითი-სავალდებულო საგნები: ბიოლოგია, ისტორია, მათეატიკა.

სწავლების ენა: ქართული, ინგლისურენოვანი კომპონენტებით

მისაღები ადგილების რაოდენობა: 120

პროგრამის ხელმძღვანელი: თამარ ქობულაძე

ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს:

  • გააცნოს ფსიქოლოგიის არსი; ფსიქოლოგიის როგორც მეცნიერების განვითარების ისტორია; თანამედროვე ფსიქოლოგიის ძირითადი მიგნებები და გამოწვევები.
  •  შესძინოს ფსიქოლოგიის სხვადასხვა ქვედარგის (პიროვნების ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია) შესახებ ფართო თეორიული ცოდნა;
  •  გამოუმუშავოს ფსიქოლოგისთვის საჭირო პიროვნული და პროფესიული, მათ შორის კვლევითი უნარ-ჩვევები; ამასთანავე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების და ქართულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაციის უნარი;
  •  გამოუმუშავოს ფსიქოლოგიის სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტიანად გამოყენების უნარი და სპეციალობით საქმიანობისათვის აუცილებელი სხვა უნარები;
  •  ჩამოუყალიბოს პროფესიული საქმიანობისას ეთიკის პრინციპების დაცვის, ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობისა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვის, ცოდნის მუდმივი განახლების, კომპეტენციების სრულყოფისა და პროფესიული განვითარებისათვის საჭირო პასუხისმგებლობა.

დასაქმების სფერო

ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმდნენ:

  • სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში;
  • ადრეული განათლების ცენტრში;
  • სკოლაში;
  • სამედიცინო დაწესებულებაში;
  • მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში;
  • ფსიქო-სოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციის ცენტრში;
  • საკონსულტაციო დიაგნოსტიკურ ცენტრში;
  • ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში;
  • ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის ცენტრში;
  • კვლევით დაწესებულებაში;
  • ტრენინგ-ცენტრში;
  • განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრში;
  • სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში ადამიანური კაპიტალის მართვის მიმართულებით;
  • არასამთავრობო ორგანიზაციაში სოციალური პროექტების მიმართულებით.
  • პენიტენციურ/სასჯელაღსრულების სისტემაში;
  • კრიზისული ინტერვენციისა და ცხელი ხაზის სერვისებში;

 

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა