ელისო ელიზბარაშვილი
ასოცირებული პროფესორი
ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ელ.ფოსტა: eliso_eliz@hotmail.com
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი. 2004 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „ბიზანტიური პოემა ‘დიგენის აკრიტასი’ (ისტორიულ-ფილოლოგიური ნარკვევი)“. არის ბიზანტინისტთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ეროვნული კავშირის წევრი. 2004 წლიდან მუშაობს გ.წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიზანტინოლოგიის განყოფილებაში, სადაც ეწევა კვლევით საქმიანობას. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში მუშაობს 2013 წლიდან. კვლევის ძირითადი სფერო: ბიზანტიური საერო მწერლობა, ბიზანტიური ისტორიოგრაფიული მწერლობა, ბიზანტიური ჰაგიოგრაფიული მწერლობა.
სალექციო კურსები:
- ძველი ბერძნული ენა
- ლათინური ენა
გამოქვეყნებული ნაშრომები:
წიგნები:
- ელისო ელიზბარაშვილი, დიგენის აკრიტასი, თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები, პროგრამა „ლოგოსი“, თბილისი 2017.
სტატიები:
- ელისო ელიზბარაშვილი, ინოვაციები პოეზიაში კომნენოსების კარზე, ჟურნ. ლოგისი, წელიწდეული ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში, 4, თბილისი 2018.
- ელისო ელიზბარაშვილი, ბიზანტიურ-ქართული დოკუმენტირებული ლექსიკონის მასალებში დადასტურებული რამდენიმე ბერძნიზმი (ალაბასტრი, აპეტისი, ანთილიუსი, არტირია, ანდრიანტი), ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 2016.
- ელისო ელიზბარაშვილი, ბიზანტიური ეპოსი "დიგენის აკრიტასი" და "ვეფხისტყაოსანი", ჟურნ. ქართველოლოგია, 2014.
- Eliso Elizbarashvili, Peculiarities of the Phenomenon of Overcoming Death by Hero and Saint, Phasis, Greek and Roman Studies, 2014.
- ელისო ელიზბარაშვილი, ინტერპრეტაცია და ადაპტაცია: სასწაულები ბიზანტიურ და ქართულ თხრობაში, ჟურნ. ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, 2014.
- ელისო ელიზბარაშვილი, წმ. გიორგის მიერ მეფის ასულის გამოხსნის სასწაული ქართული ლეგენდაში, ჟურნ. ქართველოლოგია, 2013.
- ელისო ელიზბარაშვილი, წმინდა მხედრის კულტი და გმირის სულიერი ბრძოლა "დიგენის აკრიტასის" მიხედვით, კრებ. ბიზანტინოლოგია საქართველოში-3, 2011.
- Eliso Elizbarashvili, The Formation of a Hero in Digenes Akrites, Greek, Roman, and Byzantine Studies 50, 2010.
- ელისო ელიზბარაშვილი, ბიზანტიური ბაღი - παράδεισος - როგორც მიწიერი სამოთხის ალეგორია, კრებ. ბიზანტინოლოგია საქართველოში-2, 2009.