• ვიდეო გალერეა
  • info@sabauni.edu.ge
  • EN
  • GE
შესვლა
Logo
  • ჩვენ შესახებ
    • უნივერსიტეტი
      • რექტორის მიმართვა
      • ისტორია
      • მისია და ხედვა
      • სიმბოლიკა
      • სტრატეგიული გეგმა
      • ბიუჯეტი
      • სტრუქტურა
      • დოკუმენტები
      • ავტორიზაცია/აკრედიტაცია
      • პროგრამების კატალოგი
      • ანგარიშები
      • სტატისტიკა
    • პერსონალი
      • აკადემიური პერსონალი
      • მოწვეული პერსონალი
      • ადმინისტრაცია
      • დასაქმება
      • სიახლეები
    • პროფესიული განვითარების ცენტრი
      • ცენტრის შესახებ
      • სიახლეები
    • ბიბლიოთეკა
      • საქმიანობა და ფუნქცია
      • სერვისები
      • ელექტრონული კატალოგი
      • სამეცნიერო ბაზები
      • სასარგებლო ბმულები
      • სიახლეები
  • აბიტურიენტებისთვის
    • რატომ საბაუნი
    • სიახლეები
    • მიღება
    • პროგრამები
      • ბიზნესის ადმინისტრირება
      • ტურიზმი
      • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)
      • სამართალი
      • საერთაშორისო ურთიერთობები
      • ფსიქოლოგია
      • პოლიტიკის მეცნიერება
      • სოციოლოგია
      • თეოლოგია
    • საბაუნის მოსწავლეთა აკადემია
      • პროექტის შესახებ
      • ტრენერები
    • ღია კარის დღეები
    • საბაუნის ენების ცენტრი
  • სტუდენტებისთვის
    • სტუდენტური ამბები
    • გზამკვლევი
      • აკადემიური კალენდარი
      • საკონსულტაციო ცხრილი
      • დასაქმება/სტაჟირება
      • უცხოელი სტუდენტებისთვის
      • საპროექტო განაცხადი
    • მაგისტრატურა
    • სტუდენტურ საქმეთა სამსახური
    • სტიპენდიები
    • სტუდენტური სერვისები
      • სტუდენტური პროექტები
      • სხვა სერვისები
      • კამპუსი
      • ინფრასტრუქტურა
    • თვითმმართველობა
  • ფაკულტეტები
    • სამართალი
    • ბიზნესი და ტექნოლოგიები
    • ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები
    • სადოქტორო სკოლა
  • ინტერნაციონალიზაცია
    • სიახლეები
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • კონკურსები და სტიპენდიები
    • თანამშრომლობა
      • საერთაშორისო ქსელები და ასოციაციები
      • პარტნიორები
    • Erasmus +
      • Erasmus + ის შესახებ
      • გაცვლითი პროგრამა KA107
    • საერთაშორისო სტუდენტები
      • მიღება
      • პროგრამები
      • კონტაქტი
    • FUCE სასწავლო გრანტი
      • FUCE სასწავლო გრანტის შესახებ
      • მონაწილეობის პირობები
      • საჭირო დოკუმენტაცია:
    • სწავლა უცხოეთში
      • გაცვლითი პროგრამები
      • საზაფხულო სკოლები
    • პროექტები
    • შთაბეჭდილებები
      • სტუდენტები
      • პერსონალი
  • კვლევა
    • სიახლეები
    • კვლევითი საქმიანობა
    • ინსტიტუტები
      • დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი
      • დანაშაულისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრი
      • მიშელ მუსხელის ინსტიტუტი
      • ეკლესიის სოციალური სწავლების ცენტრი
      • თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტი
      • განვითარების კვლევების ინსტიტუტი
    • გამოცემები
      • წიგნები
      • ჟურნალები
    • პერიოდული გამოცემები
      • ორბელიანი
      • განვითარების კვლევების ჟურნალი
      • დიალოგი
      • სამართლის მეთოდები
  • covid-19
    • covid-19

კვლევითი საქმიანობა

  • მთავარი
  • კვლევა
  • კვლევითი საქმიანობა

კვლევითი საქმიანობა

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სტრატეგია

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი საუნივერსიტეტო საქმიანობის ფართო სპექტს მოიცავს ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, რასაკვირველია, აღნიშნული გულისხმობს კვლევას, რომელიც არ განიხილება განყენებულად, არამედ უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა, რის შედეგებიც ასახვას ჰპოვებს სწავლა-სწავლების პროცესში. სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის მიუხედავად, უნივერსიტეტი და მისი აკადემიური პერსონალი სრული საუნივერსიტეტო სტატუსის მოთხოვნებით იკვლევდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

ორი ათეული წლის განმავლობაში უნივერსიტეტში კვლევის სხვადასხვა მიმართულება განვითარდა, ასევე განვითარება ჰპოვა სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითმა ერთეულმა, რომლემბამც უზრუნველყვეს კვლევების ინსტიტუტიონალიზაცია, თუმცა აღნიშნული განგრძობადი პროცესია და მუდმივად განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. უნივერსიტეტის კვლევით მიმართულებას მნიშნველოვანწილად ისიც განაპირობებდა, რომ თავდაპირველად იგი როგორც კვლევითი ინსტიტუტი ისე შეიქმნა, რომელმაც შემდეგში მალევე საგანმანათლებლო საქმიანობასაც მიჰყო ხელი და ამ ინსტიტუციური მემკვიდრეობის განვითარებას უწყვეტად განაგრძობს.

სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება და ძირითადად განისაზღვრება იმ ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების იმ სფეროებით, რომლებიც პარალელურად საგანმანათლებლო პროგრამებით იფარება, ან ამ პროგრამების ფარგლებში მომიჯნავე, ინტერდისციპლინური დარგებია. სამეცნიერო-კლევითი საქმიანობის დაგეგმვა და წახალისება ხორციელდება სპეციალური წესის შესაბამისად, ხოლო ზოგადსაუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი სტრატეგია გათვალისწინებულია უნივერსიტეტის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში.

უახლოესი 6 წლის განმავლობაში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიმართულებით საქმიანობა უნივერსიტეტის სტრატეგიის (სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სტრატეგია) მე-4 მიზნით განისაზღვრება - ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარება და ხელშეწყობა მაღალი კვლევითი რეპუტაციის უზრუნველყოფით. აღნიშნული ოთხ ძირითადად ამოცანას აერთიანებს: აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პროდუქტიულობისა და კვლევითი რეპუტაციის ზრდა; სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინსტიტუციონალიზაცია; სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის კომერციალიზაცია; სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის  ინტერნაციონალიზაცია. თითოეული ამოცანა ჩამოყალიბებულია არსებული და სამომავლო გამოწვევების შესაბამისად, მათთან მიზეზ-შედეგობრივად არის დაკავშირებული სამოქმედო გეგმით გაწერილი თითოეული მოქმედება და რაც მთავარია, ისინი პრაქტიკულად მიღწევადი, განხორციელებადი და გაზომვადია, რაც დასტურდება და მოწმდება მათი შესრულების მონიტორინგის ეტაპზე შესაბამისი ინდიკატორებით.

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა და ხელშეწყობა

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა მუდმივად განახლებადი პროცესია, რომელსაც ყოველწლიურად ფაკულტეტების, აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და აკადემიური საბჭოს ჩართულობით ახორციელებს უნივერსიტეტი. დაგეგმვისა და შემდეგ გეგმის რეალიზების მიმდინარეობა უწყვეტი ჯაჭვია, რომელიც აგებულია პრინციპზე: ფაკულტეტი - ადმინისტრაცია - აკადემიური საბჭო - ფაკულტეტი. თითოეული სფეროს კვლევითი პრიორიტეტები განიხილება ფაკულტეტების საბჭოებზე, რომელთა წინადადებსაც აანალიზებს პრორექტორი და აკადემური კვლევისა და განვითარების საბჭო. ანალიზის საფუძველზე შემუშავდება პროექტი, რომელსაც აკადემიური საბჭო განიხილავს. აკადემიური საბჭოს მიერ განხილვისა და დამტკიცების შედეგად განისაზღვრება უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პრიორიტეტები ერთი წლის მანძილზე, (2020-2021 წწ. პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები) ამასთან, აუცილებლად გაითვალისწინება წინა წლის გეგმებისა და მიღწევების, შედეგების ურთიერთმიმართების დინამიკა. პრიორიტეტების მიხედვით, ფაკულტეტები შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმებს და იწყებენ მის აღსრულებას. რა თქმა უნდა, აღნიშნული არ გულისხმობს პროფესორთა ან სტუდენტთა აკადემიურ საქმიანობაში ჩარევას ან რაიმე ფარგლების დადგენას, პირიქით, ამ მექანიზმის მოქმედებით მეტი ინსტიტუციური მხარდაჭერის ორგანიზება ხდება, რა თქმა უნდა, თითოეული მკვლევარი თავისუფალია და საკუთარი შეხედულებისამებრ იკვლევს ინდივიდუალურად.

უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიონობის ძირითადი მიმართულებებია თეოლოგია და რელიგიის კვლევები; სამართალი და საჯარო მმართველობა; ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი და განვითარების კვლევები; პოლიტიკური მეცნიერებები. ამ დარგებს ემატება სოციოლოგია და ფსიქოლოგია, რომელთა ფარგლებში კიდევ უფრო დავიწროვდება მიმართულებები და კონცენტრაცია მოხდება სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, დარგის გამოწვევებისა და ქვეყნის, საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარე.

ამ მიმართულებებით უნივერსიტეტის სახელით განხორციელებულია რამდენიმე ასეული კვლევა, ამასთან, უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნები, თარგმანები და სახელმძღვანელოები ინტეგრირებულია საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების კურიკულუმებში თეოლოგიის, რელიგიის კვლევების, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით, რაც ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მიერ გამოყენებით კვლევებზე განსაკუთრებულ ყურადღებას. განსაკუთრებული პრიორიტეტია კვლევების კომერციალიზაცია, რომელიც ამ ეტაპზე წარმატებით დაინერგა და პოპულარული, კურიკულუმებში ინტეგრირებული სახელმძღვანელოების კომერციალიზაციის შედეგად ფინანსდება სხვა კვლევითი საქმიანობის შედეგების, გამოცემების მომზადება და დაბეჭდვა, ასევე, მათი განთავსება ინტერნეტსივრცეში თავისუფალი წვდომისთვის, რაც უფრო მეტად ზრდის უნივერსიტეტისა და მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ცნობადობასა და გავლენას მეცნიერების კონკრეტულ დარგებზე. დაგეგმილია კვევითი საქმიანობის კომერციალიზაციის გაძლიერება და განვითარება. უნივერსიტეტი გამოსცემს დარგობრი და ინტერდისციპლინურ პერიოდულ აკადემიურ ჟურნალებს: „დიალოგი“ (2004 წლიდან); „სამართლის მეთოდები“ (2017 წლიდან); „ორბელიანი“ (2019 წლიდან); “Post-Soviet Studies” (2019 წლიდან); „ორბელიანის სამართლის მიმოხილვა“ (2020 წლიდან).

უნივერსიტეტში კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობა ხორციელდება როგორც აკადემიური პერსონალის მიერ ინდივიდუალურად, ისე ამისათვის შემქნილი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ფარგლებში. კვლევითი საქმიანობის ინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში გადაიხედა და შეფასდა კვლევითი ერთეულების საქმიანობა, შედეგად კი უნივერსიტეტში არსებობა გააგრძელა იმ ერთეულებმა, რომლებიც რეალურ პროდუქტს ქმნიდნენ, მათი საქმიანობა მხარდაჭერილი იყო თავად მკლევარი აკადემიური პერსონალის მიერ და რომელთაც მყარად ჩამოყალიბებული სამეცნიერო იდენტობა ჰქონდათ. ამასთან, უნივერსიტეტი გაძლიერდა ინსტიტუციურად ა(ა)იპ „დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით, რომელიც სრულიად ინტეგრირდა უნივერსიტეტის სტრუქტურაში და რომელიც სრულად აფილირებულია უნივერსიტეტთან. დღეისათვის უნვიერსიტეტში მოქმედებს შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები: ეკლესიის სოციალური სწავლების ცენტრი, თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტი, დანაშაულისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრი, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი, განვითარების კვლევების ინსტიტუტი და მიშელ მუსხელის ინსტიტუტი.

სულხან-საბა ორბელიანი უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისთვის კვლევისა და განვითარების მხარდაჭერის შედეგზე ორიენტირებულ, მოქნილ და ეფექტურ სისტემას (სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაგეგმვის, შეფასებისა და ხელშეწყობის წესი), რომლის მიზანია წაახალისოს კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობა უნივერსიტეტში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, რომელიც უნივერსიტეტს საჯარო უნივერსიტეტებთან შედარებით, გაცილებით ფართო სამოქმედო სივრცეს აძლევს და კოლეგიური თუ სათათბირო ორგანოების არსებობის ვალდებულება არ გააჩნია, საბაუნიმ შუალედური გზა აირჩია. ამან განაპირობა, რომ მხარდამჭერის მექანიზმები არა მხოლოდ არსებობს, არამედ ეფექტურიცაა და იმავდროულად, გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურით უზრუნველყოფილი. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით უნივერსიტეტში მოქმედებს აკადემიური კვლევისა და განვითარების საკოორდინაციო საბჭო, რომელიც რექტორის სათათბირო ორგანოა და სრულიად დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებ. საბჭო პარიტეტულა კომპლექტდება ისე, რომ მასში ex officio შედიან პრორექტორი, აკადემიური კვლევისა და განვითარების მენეჯერი, ადამიანური რესურსების მენეჯერი, სტუდენტურ საქმეთა სამსახური უფროსი, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი სტუდენი და თითოეული ფაკულტეტიდან თითო-თითო აკადემიური პერსონალი. საბჭო განიხილავს როგორც სტუდენტების, ისე აკადემიური პერსონალისა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წინადადებს, კვლევით პროექტებს, განაცხადებს, შესაბამისი დადგენილი პროცედურის დაცვით, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას რექტორთან შუამდგომლობის თაობაზე. საბჭოს წარდგინებით ყოველთვიურად ფინანსდება პროფესორებისა და სტუდენტების გამოცემები, სხვადასხვა განმავითარებელ ღონისძიებაში მონაწილეობა. საკოორდინაციო საბჭო აცხადებს სხვადასხვა მცირე კვლევით საგრანტო კონკურსებს როგორ აკადემიური პერსონალის, ისე აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ერთობლივი მონაწილეობის მიზნით.

წარმატებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის აკადემიური პერსონალისაც და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისთვის დადგენილია წახალისების სხვადასხვა ფორმა, როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით. კვლევით და შემოქმედებით საქმიანობაში მიღწეული წარმატებების თაობაზე ინფორმაციის გავრცელება და კვლევითი რეპუტაცია მხარდაჭერილია უნივერსიტეტის მიერ ოფიციალური და სოციალური მედიის საშუალებების გამოყენებით. მხარდაჭერის განსაკუთრებული ღონისძიებებია გათვალისწინებული უნვიერსიტეტის აფილირებული პერსონალისთვის. უნივერსიტეტი აფინანსებს როგორც გამოცემის რედაქტირებისა და ბეჭდვის ხარჯებს, ისე სხვა პერიოდულ ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნების ადმინისტრაციულ მოსაკრებლებს.

უნივერსიტეტი ორიენტირებულია ახალგაზრდა მკვლევრებისა და პედაგოგების მოზიდვაზე, რასაც მოწმობს კიდევ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართული პირების საშუალო ასაკი. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ახალგაზრდა კადრების ჩართვა კვლევით საქმიანობაში როგორც პროფესორების ზედამხედველობის, ისე პროფესორებისა და სტუდენტების ერთობლივი კვლევების მიმართულებით. საბაუნის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები აქვეყნებენ სამეცნიერო-კვლევით ნაშრომებს, მონაწილეობენ სამეცნიერო კონფერენციებში, აღსანიშნავია კურსდამთავრებულთა ჩართულობა როგორც კლევის, ისე განმავითარებელი ღონისძიებების მიმართულებით. სადოქტორო პროგრამის ფარგლებში თითოეული დოქტორანტი ეწევა მნიშვნელოვან კვლევას, რომელთა გამოქვეყნებაც უზრუნველყოფილია უნივერსიტეტის მიერ. მეტიც, დოქტორატურის განვითარების პარალელურად, იგეგმება პოსტსადოქტორო პროგრამებზე მუშაობა და დანერგვა, რაც მეტ საშუალებას მისცემს არა მხოლოდ საბაუნისთან დაკავშირებულ ახალგაზრდა მკვლევრებს, არამედ უნივერსიტეტს მიღმა სივრციდან დაინტერესებულ პირთა მოზიდვასა და საუნივერსიტეტი სწავლება-სწავლა-კვლევის პროცესში ჩართვას.

საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევით პრექტებში უნივერსიტეტის ჩართულობის გაზრდის მიზნით, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური/მოწვეული პერსონალისა და მკვლევრების ინფორმირებულობასა და კვლევითი პროექტებში მათი მონაწილეობის მხარდაჭერას. უნივერისტეტის პერსონალს და სტუდენტებს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტების შესახებ, დაინტერესებულ პირებს უტარდებათ ინდივიდუალური კონსულტაციები. უნივერსიტეტი სისტემატურად ატარებს კვლევითი საქმიანობის განმავითარებელ ღონისძიებებს, ტრენინგებს კვლევითი პროექტის წერა, საგრანტო პროექტის მართვის, სამეცნიერო წყაროების მოძიების, აკადემიური ონლაინპლატფორმების შესახებ.

 

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია

 

უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია უზრუნველყოფილია ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და მექანიზმების დოკუმენტით (ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა და მექანიზმები), უნივერსიტეტის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით, ასევე კვლევითი საქმიანობის მხარდამჭერი მექანიზმებით, კვლევითი პროდუქტის ხარისხის შეფასების მექანიზმებითა და პერსონალის პროდუქტიულობის შეფასების სისტემით. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კვლევით პროექტებში, აქვს მუდმივმოქმედი საერთაშორისო კონფერენციები, გამოსცემს საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებს, ასევე საერთაშორისო ინგლისურენოვან ჟურნალს პოსტსაბჭოთა კველვებში.  უნივერსიტეტის პერსონალი მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სხვა სახით აკადემიურ ღონისძიებებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, აქვთ ექსკლუზიური დაშვება საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებსა და ბიბლიოთეკებზე.

პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ხორციელდება ორმხრივი და მრავალმხრივი გაცვლითი პროექტები. საბაუნის აკადემიური პერსონალი მონაწილეობს რუსთაველის ფონდისა და DAAD-ის ერთობლივ კვლევით სტიპენდიებში, USAID-ის, IRZ-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევით კონკურსებსა და საგრანტო პროექტებში. მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობაა ნოტრ დამის უნივერსიტეტი (ინდიანა, აშშ) ნანოვიკის ინსტიტუტთან, რომლის ფარგლებშიც წელიწადში რამდენიმე მკვლევარი მონაწილეობს მენდოზას ბიზნესის სკოლის მასშტაბურ „ლიდერობის სკოლაში“, ხოლო წელიწადში ერთი მკვლევარი მაინც იღებს კვლევით სტიპენდიას კვლევის ნოტრ დამის უნივერსიტეტში გასახორციელებლად. ყოველწლიურად ათობით მკვლევარს.

 

ანტიპლაგიატი და პლაგიატთან ბრძოლა

 

უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს პლაგიატის პრევენციის, აღმოჩენისა და პლაგიატზე რეაგირების წესი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას და დაიცვას აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმები. აღნიშნული წესი ვრცელდება უნივერსიტეტის პერსონალსა და სტუდენტებზე, ასევე ნებისმიერ პირზე რომელიც მონაწილეობს უნივერსიტეტის ეგიდით ჩატარებულ სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ან აქვეყნებს ნაშრომს უნივერსიტეტის გამოცემაში. დამტკიცებამდე შემუშავებულ დოკუმენტს განიხილავს თითოეული ფაკულტეტის საბჭო. აღნიშნული პროცესით უზრუნველყოფილია ყველა მხარის მონაწილეობა. დოკუმენტი მტკიცდება რექტორის ბრძანებით.

 

უნივერსიტეტში მოქმედებს პლაგიატის ორი პროგრამა: „StrikePlagiarism.com“ და „URKUND” პროგრამა. ორივე პროგრამა სისტემურად უზრუნველყოფს, მოიძიოს და მოახდინოს სხვა წყაროდან ამოღენული ინფორმაციის იდენტიფიცირება. ხელს უწყობს ტექსტის შეფასებას და უთითებს მათ მდებარეობას. ანტიპლაგიატის სისტემა ავლენს გასაანალიზებელ დოკუმენტში იმ იდენტურ ფრაგმენტებს, რომლებიც განთავსებულია სხვადასხვა მონაცმეთა ბაზაში, ინტერნეტ რესურსებში. StrikePlagiarism.com-ის სისტემაში ნაშრომის შემოწმება ხდება უნივერსიტეტის მიერ (სასწავლო კურსის ხელმძღვანელი, საკვალიფიკაციო ნაშრომის ხელმძღვანელი, პროგრამის ხელმძღვანელი ან სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი) სპეციალურად შექმნილი ანგარიშების საშუალებით, ხოლო URKUND-ის სისტემაში ნაშრომის შემოწმებისთვის ნაშრომი ეგზავნება ანტიპლაგიატის სისტემის მომწოდებელს, რომელიც უზრუნველყოფს ნაშრომის შემოწმებას, სამეცნიერო სისტემაში მის დამატებას (საჯარო განთავსებას) და შედეგების უნივერსიტეტისთვის მოწოდებას. ნაშრომების განთავსება ხდება ღია სივრცეში რაც ხელს უწყობს ცნობადობის ამაღლებასა და ახდენს პლაგიატის გამოვლენის პრევენციას. პლაგიატის დადასტურების შემთხვევაში სტუდენტის ნაშრომი უქმდება. სამაგისტრო და სადისერტაციო ნაშრომებში პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ნაშრომი არ ფასდება, სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ნაშრომი წარადგინოს შემდეგ სემესტრში.

  • სიახლეები
  • კვლევითი საქმიანობა
  • ინსტიტუტები
    • დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი
    • დანაშაულისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრი
    • მიშელ მუსხელის ინსტიტუტი
    • ეკლესიის სოციალური სწავლების ცენტრი
    • თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტი
    • განვითარების კვლევების ინსტიტუტი
  • გამოცემები
    • წიგნები
    • ჟურნალები
  • პერიოდული გამოცემები
    • ორბელიანი
    • განვითარების კვლევების ჟურნალი
    • დიალოგი
    • სამართლის მეთოდები
logo
  • გზამკვლევი უცხოელი სტუდენტებისთვის
  • რეკვიზიტები
  • კონტაქტი
  • წიგნები
  • საიტის რუქა
  • მაგისტრატურა
  • აკადემიური კალენდარი
  • პროგრამები
  • ბატონიშვილის ბიბლიოთეკა

Copyright © 2020 | Created By Integral Web Studio.