მისია და ხედვა
ხედვა
- საუკეთესო განათლების უზრუნველყოფით ჩვენ ვცვლით მსოფლიოს.
- თავისუფალი აზროვნების განვითარებით ჩვენ გარდავქმნით საზოგადოებას.
- ჩვენ ვსწავლობთ, ვქმნით და ვავრცელებთ ცოდნას
მისია
უნივერსიტეტის მისიაა, ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების პრინციპებზე დაყრდნობით, კულტურათა და თაობათა დაახლოებისა და საზოგადოების განვითარების მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოს სწავლა, სწავლება და კვლევა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.