დასაქმება და კარიერული წინსვლა
უნივერსიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტთა კარიერულ განვითარებას და შრომის ბაზარზე მათ წარმატებულ ინტეგრაციას. სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ეძლევათ მხარდაჭერა პროფესიული გზის დაგეგმვისა და კარიერული მიზნების მიღწევის პროცესში.
უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ინდივიდუალურ კარიერულ კონსულტაციებს, რომლებიც მოიცავს პროფესიული ინტერესების იდენტიფიცირებას, კარიერული გეგმის შემუშავებას, რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენას და გასაუბრებისთვის მზადებას. კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, უნივერსიტეტში რეგულარულად იმართება დასაქმებისა ფორუმები, სადაც სტუდენტები უშუალოდ ხვდებიან სხვადასხვა სფეროში მოქმედ დამსაქმებლებს და ეცნობიან ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს.
სტუდენტთა პრაქტიკული გამოცდილების გაძლიერების მიზნით, უნივერსიტეტი თანამშრომლობს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და უზრუნველყოფს სტუდენტების ჩართულობას სტაჟირების პროგრამებში, რაც მათ საშუალებას აძლევს რეალურ სამუშაო გარემოში განივითარონ პროფესიული უნარები. პარალელურად, ტარდება ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები, რომლებიც ორიენტირებულია სხვადასხვა უნარის განვითარებაზე. ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით ტრენინგებს, სადაც სტუდენტები ეცნობიან თანამედროვე ციფრულ ინსტრუმენტებს,AI ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებას სასწავლო და პროფესიულ საქმიანობაში და ივითარებენ შრომის ბაზარზე მოთხოვნად ციფრულ კომპეტენციებს.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ყოველწლიურად ტარდება კურსდამთავრებულთა გამოკითხვა დასაქმების შესახებ. რომლის მიხედვითაც 2023–2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 68.4%-ს შეადგენს.
უნივერსიტეტის მიზანია ისეთი საგანმანათლებლო და მხარდამჭერი გარემოს შექმნა, რომელიც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დაეხმარება კარიერულ წინსვლაში.