ნაშრომების წარდგენა სამეცნიერო ჟურნალში
VIII საერთაშორისო სიმპოზიუმი – „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“
ადგილი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
2025 წლის 17–18 ივნისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება VIII საერთაშორისო სიმპოზიუმი „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“, რომლის მიზანია რომის კათოლიკური ეკლესიის როლის გაანალიზება კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში. სიმპოზიუმი ეძღვნება სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალებიდან 300 წლისთავს.
მოხსენებები გამოქვეყნდება თეზისების კრებულში.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, იტალიური
რეგისტრაცია: მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა ონლაინ ან ჩამოტვირთეთ აპლიკაცია ბმულიდან.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- 
	2025 წლის 10 აპრილი – განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 
- 
	2025 წლის 25 მაისი – სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 
სტატიების გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:
conference@sabauni.edu.ge
საჭირო მოთხოვნები:
- 
	მოხსენების ხანგრძლივობა: 12–15 წუთი 
- 
	მოხსენების მოცულობა: 6–7 გვერდი 
- 
	გვერდის ფორმატი: A4 
- 
	მინდვრები: ყველა მხრიდან – 2 სმ 
- 
	შრიფტი: - 
		ქართულად – Sylfaen, ზომა 12 
- 
		ინგლისურად/იტალიურად – Times New Roman, ზომა 12 
 
- 
		
- 
	შუალედი: ერთმაგი (1) 
- 
	პარაგრაფის შესავალი: 1 სმ 
- 
	სათაური: მუქი (bold), ზომა 14 
ტექსტის სტრუქტურა:
- 
	ავტორის გვარი, სახელი და ინსტიტუციური კუთვნილება – პირველ ხაზზე (მუქად); 
- 
	მოხსენების სათაური – მუქად (ზომა 14), ერთი ხაზი გამოტოვებული; 
- 
	მოკლე რეზიუმე ინგლისურად (100–150 სიტყვა); 
- 
	ციტირება და ბიბლიოგრაფია – Chicago-ს სტილში; 
- 
	შენიშვნა: ლათინური ანბანისგან განსხვავებული დამწერლობით მითითებული წყაროები ბიბლიოგრაფიაში უნდა ჩაიწეროს ტრანსლიტერაციით, რომანიზაციის წესის შესაბამისად. ტრანსლიტერაციის წესები იხილეთ ბმულზე: 
 https://www.translitteration.com/transliteration/en/georgian/national/