ციცია მეგუთნიშვილი
ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
ციცია მეგუთნიშვილი, სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის განმავლობაში, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამით პოლონეთში, ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა. ციცია გვიზიარებს ევროპულ გამოცდილებას.
1. ციცია რა იყო ყველაზე მთავარი ბენეფიტი თქვენთვის ამ პროგრამიდან?
ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება.
2. რომელი პერსონალური უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს პროგრამა?
გავიუმჯობესე გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად და სხარტად მიღების უნარი, კომუნიკაციის და სიახლეების უფრო მარტივად მიღების უნარები.
3. რომელი პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს მობილობა?
გავიუმჯობესე სამართლებრივი ინგლისური და საპროცესო უნარ-ჩვევები, გავიღრმავე ცოდნა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ამერიკის საკონსტიტუციო სამართალი, ადმინისტრაციული ორგანოები, სოციოლოგიის საფუძვლები და ა.შ.
4. რა მოგენატრებათ ყველაზე მეტად?
მომენატრებიან მეგობრები, რომლებიც პოლონეთში შევიძინე, ლუბლინი, უნივერსიტეტი, სადაც ვსწავლობდი. ასევე, ახალი და საინტერესეო ადგილების აღმოჩენა უცხო ქალაქებში.
5. შეადარეთ სტუდენტის ცხოვრება საქართველოსა და უცხოეთში ...
სტუდენტური ცხოვრება საქართველოში უფრო სტრესული იყო ჩემთვის, ვიდრე საზღვარგარეთ. ამასთან, ახალ გარემოში უფრო მეტად სასიამოვნი იყო სწავლა, ვიდრე ეს არის აქ - გადატვირთულ თბილისში.
6. თქვენი რეკომენდაცია სხვა სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში.
არ შეეშინდეთ, რომ რაიმე არ გამოუვათ და საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეიტანონ. არ იფიქრონ ზედმეტად ბევრი იმაზე, თუ რა როგორ იქნება, რადგან მთავარია მიზანი და საკუთარ თავზე მუშაობა. შემდეგ, ყველაფერი იქნება კარგად.
7. რა უპირატესობა აქვს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას? რატომ უნდა მიიღოს სტუდენტმა მონაწილეობა მსგავს პროგრამაში?
არავინ უნდა გაუშვას ხელიდან შანსი და მონაწილეობა მიიღოს შემოთავაზებულ გაცვლით პროგრამაში, რომელიც იძლევა განვითარების საშუალებას და ცხოვრებას განსხვავებული პერსპექტივიდან გვანახებს.