ხატია გელაშვილი
მაგისტრი
სამართლის მაგისტრი
ელ.ფოსტა: k.gelashvili@sabauni.edu.ge
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული. ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდები და ამჟამად გადის ნოტარიუსობის მსურველთა სავალდებულო სტაჟირების ათ თვიან კურსს საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში. 2018-2019 წლებში მუშაობდა ნოტარიუსის თანაშემწედ. 2017 წელს გაიარა სტაჟირება თბილისის მერიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილებაში. უნივერსიტეტთან დაკავშირებით მისი შეხედულება ასეთია: „ჩემს წარმატებულ ნაბიჯებში საბაუნის წვლილი დიდია. აქ სტუდენტებს მიზნის მიღწევასა და პროფესიულ განვითარებაში ყოველთვის ეხმარებიან. საბაუნია ადგილი, სადაც სტუდენტს შრომა ყოველთვის უფასდება. ყოველწლიურად ვიყავი საბაუნის სტიპენდიანტი, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე.
საბაუნი ჩემთვის ასოცირდება დასახული მიზნების ასრულებასთან, რადგან 2017 წელს მესამე კურსზე ყოფნისას გავხდი erasmus+ ის სტიპენდიანტი პოლონეთში, ერთ-ერთ ძალიან წარმატებულ და უძველეს უნივერსიტეტში. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო, მხოლოდ იქ ჩასვლის შემდეგ გავითავისე, რომ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დავიწყე, უამრავი ემოციით დატვირთული, ახალი გამოცდილებით, პერსპექტივებითა და მეგობრებით მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. ჩემთვის ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო იქ სწავლისა და ცხოვრების პერიოდი, მოვხვდი ისეთ ქალაქში, სადაც უმეტესობა ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტია, დრო კი ყველაფრისთვის გაქვს. იმდენად შევიყვარე ეს ქალაქი, რომ 2019 წელს სტუდენტური საზაფხულო პროგრამის სტიპენდიით კვლავ დავბრუნდი ერთ თვიან კურსზე. დღემდე აქტიურად განვაგრძობ პოლონური ენისა და კულტურის შესწავლას.
გადაწყვეტილება, რომელსაც არასდროს ვინანებ საბაუნის სამართლის ფაკულტეტზე ჩაბარებაა. აქ მოსული სტუდენტები ყოველთვის იმას აღვნიშნავთ, რომ ჩვენმა უნივერსიტეტმა მოლოდინს გადააჭარბა.“