ნინო მაისურაძე
მოწვეული ლექტორი
მოწვეული ლექტორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების დოქტორანტი
ელ.ფოსტა: ninmaisuradze9@gmail.com
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი. 2012-2016 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულებაზე. 2016-2018 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებაზე. 2018 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების დოქტორანტი. 2018 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი. 2019 წლიდან არის სემინარის ხელმძღვანელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანზე - შესავლი ნაციონალიზმის კვლევებში. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში მუშაობს 2020 წლიდან. კვლევის ძირითადი სფერო: პოლიტიკის მეცნიერება, ნაციონალიზმი, პოლიტიკური იდეოლოგიები, ნაციონალიზმი საქართველოში.
სალექციო კურსები
- ნაციონალიზმის კვლევების საფუძვლები
- პოლიტიკური კულტურის შედარებითი ანალიზი
გამოქვეყნებული ნაშრომები
წიგნები
- ნინო მაისურაძე, საქართველოს ლეიბორისტული პარტია, პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, 2019 წელი.
სტატიები
- ნინო მაისურაძე, ქართული ეროვულ-პატრიოტული მიმართულების ინტერნეტ გამოცემების იდეოლოგიური პროფილი, ჟურნალი: პოლიტიკა, ტომი 3, №1 (13), იანვარი-თებერვალი, 2019 წელი.