ნინო წიქვაძე
ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი
ხარისხის მართვის სამსახური აწესრიგებს უნივერსიტეტის დოკუმენტაციას ავტორიზაციისა და აკრედიტაციისათვის, პერიოდულად ავსებს თვითშეფასების კითხვარს, საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს და სამოქმედო გეგმას საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომი სრულყოფის მიზნით, კოორდინაციას უწევს მობილობის წესით გადმოსული სტუდენტების კრედიტების აღიარების პროცესს, ამყარებს კავშირს და თანამშრომლობს ადგილობრივი თუ საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებეულებების ხარისხის მართვის სამსახურებთან შიდა და გარე კონტროლის კრიტერიუმებისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად, იკვლევს ფაკულტეტებზე მიმდინარე სასწავლო პროცესის შესაბამისობას უნივერსიტეტში დადგენილ სტანდარტებთან, რისთვისაც ამოწმებს განვლილ სასწავლო პროცესს აუდიტორიულად: შეისწავლის პერიოდული გამოკითხვების, შუალედური და დასკვნითი გამოცდების შესაბამისობას სასწავლო კურსის აღწერაში გაცხადებულ მიზნებთან, ასევე სასწავლო კურსის სილაბუსისა და მიწოდებული მასალის შესაბამისობას პროგრამის მიზნებთან.
• სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი - 09:00-18:00 სთ;
• ტელ.: +995 32 242 22 42/123
• ელ.ფოსტა: n.tsikvadze@sabauni.edu.ge
• ოთახი: 305