ლია გელაშვილი
მოწვეული ლექტორი
თეოლოგიის ფაკულტეტი
მოწვეული სპეციალისტი,
საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
ელ.ფოსტა: l.gelashvli@sabauni.edu.ge
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე. 2011-2015 წწ. საბაკალავრო საფეხურზე სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებების განხრით, სადაც 2015 წელს მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ევროპისმცოდნეობაში, დამატებითი სპეციალობა - უმაღლესი მათემატიკა. 2015-2017წწ. სამაგისტრო საფეხურზე სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც 2017 წელს მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
2017 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ევროკავშირის პოლიტიკის, შედარებითი პოლიტიკის, აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და კონფლიქტოლოგიის მიმართულებით. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში მუშაობს 2018 წლიდან. კვლევის ძირითადი სფერო: საერთაშორისო ურთიერთობების თეორია, ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკა, კონფლიქტები და სამშვიდობო პროცესები, პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა.
სალექციო კურსები
- ევროკავშირი-პოლიტიკა და ინსტიტუტები
- აშშ-ის საგარეო პოლიტიკა
გამოქვეყნებული ნაშრომები
სტატიები
- ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის შეფასება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2015
- სახელმწიფო მმართველობის ფორმების გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2017
- EU Trade Policy and Economic Integration Process Assessment in the South Caucasus Region” (Post-Soviet Studies, Vol.2, No.1, 2020)