ლიკა კობალაძე
კრაკოვის იოანე პავლე მეორის პონტიფიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
ლიკა კობალაძე, სამართლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამით 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრს, კრაკოვის იოანე პავლე მეორის პონტიფიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა.
1. ლიკა, რა იყო ყველაზე მთავარი ბენეფიტი თქვენთვის ამ პროგრამიდან?
ევროპული საუნივერსიტეტო სწავლების სისტემის გაცნობა.
2. რომელი პერსონალური უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს პროგრამა?
დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარებისა და უცხო ენის უკეთ ათვისების უნარის განვითარებაში.
3. რომელი პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს მობილობა?
სწავლების ახალი ფორმატისა და კვლევითი უნარების გაუმჯობესებაში.
4. რა მოგენატრებათ ყველაზე მეტად?
თავისუფალი დრო, რომელსაც კვლევას ვუთმობდი.
5. შეადარეთ სტუდენტის ცხოვრება საქართველოსა და უცხოეთში.
რადიკალური სხვაობაა, რაც საგრძნობლად აისახება ყოფით დონეზეც და სტუდენტური ცხოვრების დონეზეც.
6. რა უპირატესობა აქვს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას? რატომ უნდა მიიღოს
სტუდენტმა მონაწილეობა მსგავს პროგრამაში?
ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, მიიღო ევროპული განათლება, იმოგზაურო, გაეცნო სხვა ხალხის კულტურას და ცხოვრების სტილს.
7. თქვენი რეკომენდაცია სხვა სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ
მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში.
თამამად გადადგით ეს ნაბიჯი, არასდროს დაიხიოთ უკან, დამაბრკოლებელი გარემოებების მიუხედავად.
8. დაასრულეთ წინადადება: რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა...
რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, მე არასოდეს დავინტერესდებოდი პოლონური ენის შესწავლით.
9. რამეს ხომ არ დაამატებდით?
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხდო საბაუნის ამ შესაძლებლობისთვის.