შორენა ფარჯიანი
ასოცირებული პროფესორი
ეკონომიკის დოქტორი
ელ.ფოსტა: sh.parjiani@sabauni.edu.ge; shorenaparjiani@gmail.com
CV:
2016 წელს მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2012-2016 წლებში იყო როგორც ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე პორტუგალიის მინოს და კოიმბრას უნივერსიტეტების დოქტორანტი ეკონომიკის მიმართულებით. არის არაერთი ნაშრომის ავტორი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ეკონომიკურ ზრდაზე მათი გავლენის თემატიკაზე.
2004 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სტატისტიკის სპეციალობით და 2006 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. 2002-2005 წლებში სწავლობდა იმავე უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის სპეციალობით. გავლილი აქვს სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო სასერთიფიკატო კურსი.
მისი პროფესიული საქმიანობა დაიწყო 2005 წელს. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება: 2005 წლიდან 2012 წლის მაისამდე იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ანალიტიკური სამმართველოს მრჩეველი; 2012 წლის მაისიდან 2014 წლამდე იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
2014 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას: 2014 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2017 წლის ოქტომბრიდან არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2018 წლიდან შემოუერთდა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გუნდს მოწვეული ლექტორის რანგში.