სოფიო ნადირაძე
რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)
საბაუნის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტი, სოფიო ნადირაძე Erasmus+ აკადემიური მობილობით იმყოფებოდა სლოვაკეთში, რუჟომბეროკის კათოლიკურ უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში სოფიო ნადირაძემ ლექციები ჩაატარა მასპინძელი უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისათვის. გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრები გამართა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სლოვაკ კოლეგებთან და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ცენტრის ხელმძღვანელობასთან.
„მქონდა საინტერესო შეხვედრა სლოვაკ კოლეგებთან, სადაც ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა ფსიქოლოგიის მიმართულებით, შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით. ვფიქრობ, აკადემიური პერსონალის მობილობა ძალიან ეფექტური კომპონენტია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისათვის, როგორც სასწავლებლის ცნობადობის ამაღლებისთვის, ასევე, უშუალოდ პერსონალისთვის, რომელთაც საშუალება აქვთ გაუზიარონ საუკეთესო პრაქტიკა კოლეგებს და დარგის სპეციალისტებს“ - სოფიო ნადირაძე.
სოფიო ნადირაძის აკადემიური მობილობა 2024 წლის 8-13 აპრილის განმავლობაში განხორციელდა. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი რუჟომბეროკის კათოლიკურ უნიერსიტეტთან 2019 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს.