თამარ სისვაძე
მოწვეული ლექტორი
საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი
ელ.ფოსტა: tam.sisvadze@gmail.com
CV:
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2019 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე - „ენერგოპოლიტიკა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში (რუსეთ-ევროკავშირის კონტექსტში)“. ლექციებს კითხულობს ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. აქვს საჯარო უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო). 2018 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტში.
კვლევის ძირითადი სფერო: ენერგოპოლიტიკა, ენერგოდიპლომატია, ენერგოუსაფრთხოება, ენერგოპოლიტიკა და საერთაშორისო ორგანიზაციები.
სალექციო კურსები
- საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუტები;
- ენერგოპოლიტიკა.
გამოქვეყნებული ნაშრომები
წიგნები
- თამარ სისვაძე, ენერგოპოლიტიკა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში (რუსეთ-ევროკავშირის კონტექსტში), სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2020.
სტატიები
- რუსეთის ენერგოპოლიტიკა და ენერგოსუვერენიტეტის გამოწვევები (რუსეთ-გერმანიის ურთიერთობა), ყოველკვარტალური რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „განათლება“, თბილისი, სტუ., 2019, 2 (25), 278-288.
- ენერგოდიპლომატია და მთავრობათაშორისი ორგანიზაციები რეგიონალურ და გლობალურ დონეზე. ჟურნალი „საისტორიო ვერტიკალები“, თბილისი, სტუ., 2018, 41-42,115-122.
- ენერგოუსაფრთხოება თანამედროვე პოლიტიკურ პროცესში (თეორიულ-კონცეპტუალური საფუძვლები), ჟურნალი „საისტორიო ვერტიკალები“, თბილისი, სტუ., 2018, 40, 266-274.