Covid-19
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სრულად იზიარებს და იცავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეგულაციებსა და რეკომენდაციებს. ამის გათვალისწინებით, უნივერსიტეტში შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მყოფმა სტუდენტებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა სათანადო რეკომენდაციების დაცვით თავი იგრძნოს უსაფრთხოდ.
დამტკიცდა „ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ინსტრუქცია“, რომელშიც გაწერილია რეკომენდაციები უნივერსიტეტის სტუდენტების, თანამშრომლებისა და სტუმრებისათვის.
ინსტრუქციის მიხედვით:
უნივერსიტეტში ხორციელდება უნივერსიტეტის ტერიტორიის, სამუშაო ოთახებისა და ნივთების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება. ასევე, ყოველდღიურად ხდება სამუშაო ფართის დეზინფექცია და ნარჩენების დროული გატანა. უნივერსიტეტის აუდიტორიებსა და დერეფნებში ხელმისაწვდომია ხელისა და ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო ხსნარები.
გარდა უნივერსიტეტის მხრიდან გატარებული ღონისძიებებისა, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მყოფი სტუდენტებისა და პერსონალის მიერ რეკომენდაციების დაცვა, კერძოდ:
სამუშაო ადგილზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა (ხშირად დაიბანონ/დაიმუშავონ ხელები საპნით ან სპირტის შემცველი ხსნარებით და სხვ.);
მისალმებისას არ ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და მოერიდონ სხვებთან კონტაქტს (შეხება და სხვ.);
მოერიდონ თავშეყრას, დაიცვან რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);
დახველების და დაცემინების დროს მიიფარონ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ხელსახოცი კი გადააგდონ საამისოდ განკუთვნილ კონტეინერში;
მოერიდონ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყონ თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სხვა ზედაპირთან შეხება.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციულმა პერსონალმა სამუშაოს შესრულებისას გამოიყენონ ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც აწვდის უნივერსიტეტი;
კანონით გათვალისწინებული ვადით ატარონ დახურულ სივრცეში ნიღაბი/რესპირატორი;
არ მოახდინონ ნიღაბის/რესპირატორის დეზინფიცირება;
მოხსნის დროს უნდა მოკეცონ ნიღბის/რესპირატორის შიგნითა ზედაპირი;
იმ შემთხვევაში თუ ნიღბის/რესპირატორის რომელიმე ნაწილს აქვს ხილული დაზიანება ან სველია (ნოტიო), მოახდინონ მათი გადაგდება საამისოდ განკუთვნილ სატერფულიან კონტეინერში
უნივერსიტეტის შესასვლელში მიმდინარეობს თერმო სკრინინგი. თუ პირს დაუფიქსირდება ტემპერატურა, გადაყვანილ იქნება საიზოლაციო ოთახში, სადაც მცირე დროის გასვლის შემდეგ კვლავ გადამოწმდება ტემპერატურა. განმეორებით ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში, უნივერსიტეტი გამოიძახებს სასწრაფო დახმარების ბრიგადას.
„ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ინსტრუქცია“.
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ვებ-გვერდი https://stopcov.ge/ka