25ივნ,2020
ონლაინ კონფერენცია - საქართველო და კათოლიკური სამყარო
ადგილი:ZOOM
დასაწყისი:10:00 სთ
25 ივნისს, 10:00 საათზე, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულების ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე: “საქართველო და კათოლიკური სამყარო - ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული ასპექტები”.
კონფერენცია ეძღვნება სტამბოლში ქართველ კათოლიკეთა სავანის დაარსების 160-ე წლის იუბილეს.
კონფერენციის მიზანია, კიდევ ერთხელ გამოიკვლიოს საქართველოსა და რომის საყდარს შორის არსებული ურთიერთობები ისტორიულ, პოლიტიკურ და კულტურულ ჭრილში.
კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:
- ურთიერთობები საქართველოსა და პაპობას შორის;
- საქართველო-წმინდა საყდრის ურთიერთობა;
- კათოლიკე მისიონერები საქართველოში;
- გამოჩენილი ქართველი კათოლიკეები;
- კათოლიკური საგანმანათლებლო კერები საქართველოსა და უცხოეთში.
მოხსენებათა თემატიკა შეზღუდული არ იქნება ზემოთ ხსენებულ საკითხებში და ის შეიძლება მოიცავდეს კონფერენციის თემასთან დაკავშირებული ყველა სხვა პრობლემასაც.
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
კონფერენცია გაიმართება ონლაინ აპლიკაცია zoom-ის მეშვეობით.