29სექ,2020
საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე ტრენდები მენეჯმენტში“
ადგილი:Google Meet / Bursaki 12 street, 20-150 Lublin
განთავსების თარიღი:06/26/2020
2020 წლის 29 სექტემბერს საბაუნის პარტნიორ უნივერსიტეტში, ლუბლინის მეწარმეობის უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „თანამედროვე ტრენდები მენეჯმენტში“. კონფერენციაში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ფიზიკურად, უნივერსიტეტში დასწრებით, ასევე ონლაინ Google hangout ის მეშვეობით.
კონფერენცია გაყოფილია სამ თემატურ პანელად: ორგანიზაციების მენეჯმენტი, ორგანიზაციული მენეჯმენტის ფინანსური და ეკონომიკური ასპექტები და ინჟინერია მენეჯმენტში.
კონფერენციის დროს ყურადღება გამახვილდება შემდეგ მიმართულებებზე:
- ადამიანური რესურსების მართვა
- ცნობიერების მქონე ორგანიზაცია
- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
- სტრატეგიული მართვა და თანამედროვე ბიზნეს მოდელები
- პროცესების მენეჯმენტი
- ორგანიზაციული იდენტობის მენეჯმენტი /მართვა
- ორგანიზაციული მართვის მარკეტინგული ასპექტები
- თანამედროვე ლოჯისტიკური სისტემები
კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს
დეტალური ინფორმაციისათვის, იხილეთ ბმული