11ნოე,2021
პაპი ლეონ XIII - RERUM NOVARUM და სამრეწველო რევოლუცია
განთავსების თარიღი:11.11.2021
დასაწყისი:20:00
საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 2021 წლის 14 დეკემბერს, Rerum Novarum-ის გამოქვეყნებიდან 130 საიუბილეო წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „პაპი ლეონ XIII - RERUM NOVARUM და სამრეწველო რევოლუცია”.
საჯარო ლექციას გაუძღვებიან მომხსენებლები:
მ. აკაკი ჭელიძე - საქართველოში კათოლიკე ეკლესიის კანცლერი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორი
შოთა კინწურაშვილი - თეოლოგიის ლიცენციანტი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის დოქტორანტი
ირაკლი ჯავახიშვილი - სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი
შეგახსენებთ, რომ პაპმა ლეონ XIII-მ თავისი ისტორიული მნიშვნელობის მქონე სოციალური ენციკლიკა Rerum Novarum - „კაპიტალის და შრომის შესახებ” 1891 წელს გამოაქვეყნა. დოკუმენტში წმინდა მამა მიმოიხილავს გვიანი მე-19 საუკუნის ახალ სამრეწველო (ინდუსტრიულ) წესრიგს და მშრომელი მოსახლეობის სავალალო მდგომარეობას განიხილავდა.
შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 საათი
საჯარო ლექციის დაწყების დრო: 20:00
შემოგვიერთდით ბმულზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 66 94 63