20ნოე,2018
რთული შემთხვევები - წიგნის წარდგენა
20 ნოემბერს, 20:00 სთ-ზე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის 404-3 აუდიტორიაში გაიმართება ახალი გამოცემის - „რთული შემთხვევები სასამართლო პრაქტიკაში“ - წარდგენა.
წიგნი მომზადებულია ამერიკული სამართლისა და სამართლის ფილოსოფიის ცენტრის მიერ. მასში შედის საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სასამართლო პრაქტიკიდან 11 საინტერესო გადაწყვეტილებების ანალიზი.
გადაწყვეტილებათა ანალიზის ავტორები არიან: სალომე ლორთქიფანიძე, თამთა გიგაური, ვახტანგ სირბილაშვილი, თამარ ლავრელაშვილი, ნინო წიკლაური, მარიამ ნანეიშვილი, ნათია ჯანელიძე, მარიამ ბეჟუაშვილი, მაკა მოქია, ნინო ქარცივაძე, სოფიკო წურწუმია, თამთა თავართქილაძე, ანა ტუხაშვილი, სესილი ჭითაშვილი, მაია გუნთაიშვილი, მარიამ ბეჟიაშვილი, მეგი ბაგრატიონ-დავითიშვილი, მარიამ გაგოშიძე, ნინო მუხადგვერდელი, ნინო მაისურაძე, გოჩა ჩოგაძე. გამოცემის რედაქტორია დიმიტრი გეგენავა.
დასწრება თავისუფალია. გამოცემა ვრცელდება უსასყიდლოდ.