მიღება
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2024–2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე: სამართალი (შემდეგ მიმართულებებზე: სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო სამართალი, საერთაშორისო სამართალი; სახელმწიფო მოწყობის სამართალი, ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი; ადამიანის ძირითადი უფლებები, საკონსტიტუციო სამართალი და საერთაშორისო საჯარო სამართალი; სისხლის სამართალი, კრიმინოლოგია და სისხლის სამართლის საპროცესო სამართალი), საჯარო მმართველობისა და თეოლოგიის სადოქტორო პროგრამებზე.
- ინფორმაცია პროგრამების შესახებ
- ინფორმაცია ხელმძღვანელების კვლევითი ინტერესების შესახებ
- ინფორმაცია დოქტორანტების მიერ კვლევის განხორციელებისათვის მხარდამჭერი და წახალისების მექანიზმების შესახებ
დოქტორანტურასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება დოქტორანტურის დებულებით.
დოქტორანტობის კანდიდატის უნივერსიტეტში პირველადი მიღება და რეგისტრაცია მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- ადმინისტრაციული რეგისტრაცია;
- უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდ(ებ)ის ჩაბარება;
- ხელშეკრულების დადება;
- აკადემიური რეგისტრაცია.
საბუთების მიღება (რეგისტრაცია)
• 2025 წლის 13 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით
ტესტირება უცხო ენაში (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) (არ ეხება მათ, ვინც საერთაშორისო სერტიფიკატის საფუძველზე გათავისუფლებულია გამოცდისგან ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს შესაბამის უცხო ენაზე.)
- 2025 წლის 21 იანვარი
შენიშვნა: ინგლისურ ენის ცოდნის დადასტურება არანაკლებ B1 დონეზე მოეთხოვებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც აბარებენ ფრანგულ ან გერმანულ ენებს.
წარსადგენი დოკუმენტაცია:
- შევსებული განაცხადი აპლიკაცია (რომელიც დოქტორანტობის კანდიდატს შეუძლია მიიღოს უნივერსიტეტში ან/და ჩამოტვირთოს);
- კონკურსანტის რეზიუმე (CV);
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 1 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საზღვარგარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, აღიარების დოკუმენტი);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული უცხო ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
შენიშვნა: სერტიფიკატის აღიარების წესი განსაზღვრულია შესაბამისი პროგრამით;
შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენისაგან თავისუფლდება დოქტორანტობის კანდიდატი, თუ სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს შესაბამის უცხო ენაზე.
შენიშვნა: დოქტორანტობის კანდიდატი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში, უნივერსიტეტს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
- ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, ირიცხება თუ არა პირი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში;
- დოქტორანტობის კანდიდატის მიერ დარგობრივი სადისერტაციო კოლეგიის შემადგენლობიდან შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელობის კანდიდატის რეკომენდაცია (შუამდგომლობა) და სადისერტაციო თემის საკუთარი ხედვა (კვლევის პროექტი), რომელიც უნდა მოიცავდეს კვლევის საგნის აქტუალურობისა და საკითხის მნიშვნელობის დასაბუთებას, ასევე, ნაშრომის სავარაუდო სათაურს, მიახლოებით სტრუქტურასა და საორიენტაციო ბიბლიოგრაფიას;
- 2 სარეკომენდაციო წერილი, რომელთაგან ერთი უნდა იყოს აკადემიური, ხოლო მეორე - სამსახურებრივი;
- ცნობა სამუშაო ადგილისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ;
- შესაბამის სფეროში წინარე პუბლიკაციების ასლები ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
შენიშვნა: კანდიდატს სავალდებულოდ მოეთხოვება ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთი წინაპირობის დაკმაყოფილება: შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
მიღების პროცედურა:
- ტესტირება უცხო ენაში - 2025 წლის 21 იანვარი
- დარგობრივი გამოცდა თეოლოგიაში – 2025 წლის 21 იანვარი;
- ტესტირების შედეგების გამოქვეყნება - 2025 წლის 21 იანვარი;
- აპელაციაზე განცხადებების მიღება - 2025 წლის 21 იანვრის 17:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის მონაკვეთში;
- აპელაციის განხილვა და შედეგების გამოცხადება - 2025 წლის 21 იანვრის 20:00 საათამდე;
- გასაუბრება სადოქტორო მიმღებ კომისიასთან - 2025 წლის 22 იანვარი;
- საბოლოო შედეგების გამოქვეყნება - 2025 წლის 22 იანვარი;
- ხელშეკრულების დადება დოქტორანტურის კანდიდატებთან - 2025 წლის 23 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით;
- ჩარიცხვის ბრძანების მომზადება - 2025 წლის 29 იანვარი;
სწავლის დაწყება: 3 თებერვალი
საბუთების მიღება იწარმოებს 10:00-დან 19:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართზე: კ.ქუთათელაძის ქ. №3 (ოთახი 205).
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
- შესვენება - 13:00 საათიდან - 14:00 საათამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: phd@sabauni.edu.ge