თეოლოგია (სადოქტორო)
სპეციალობა: თეოლოგია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: თეოლოგიის დოქტორი
სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი (58 ECTS + სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი)
წლიური გადასახადი: სრული დაფინანსებით
სწავლების ენა: ქართული
პროგრამაზე ჩარიცხვის პირობები: უცხო ენა (ინგლისური, ფრანგული ან გერმანული) და გასაუბრება მიმღებ კომისიასთან (დეტალები განსაზღვრულია დოქტორანტურის დებულებით)
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი ვაჟა ვარდიძე
თეოლოგიის სადოქტორო პროგრამის მიზანია:
- თეოლოგიის აქტუალურ საკითხებზე სიღრმისეული სამეცნიერო ანალიზი, შედეგზე ორიენტირებული კვლევა და ახალი ცოდნის შექმნა;
- თეოლოგიისა და ეკლესიის გამოწვევებზე ორიენტირებული მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალის მომზადება
- მაღალი ხარისხის სამეცნიერო ნაშრომების შექმნით თეოლოგიის განვითარებაში წვლილის შეტანა.