მიღება
სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება უცხო ენის (ინგლისური, გერმანული ან ფრანგული) გამოცდისა და სადოქტორო მიმღებ კომისიასთან გასაუბრების საფუძველზე. დოქტორანტურასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება დოქტორანტურის დებულებით.
დოქტორანტობის კანდიდატის უნივერსიტეტში პირველადი მიღება და რეგისტრაცია მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
• ადმინისტრაციული რეგისტრაცია,
• უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდ(ებ)ის ჩაბარება,
• ხელშეკრულების დადება,
• აკადემიური რეგისტრაცია.
2022–2023 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ჩარიცხვა მიმდინარეობს საჯარო მმართველობის და თეოლოგიის სადოქტორო პროგრამებზე:
• საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 23 იანვარი-30 იანვარი
ტესტირება უცხო ენაში (არ ეხება მათ, ვინც საერთაშორისო სერტიფიკატის საფუძველზე გათავისუფლებულია გამოცდისგან)/დარგობრივი გამოცდა თეოლოგიაში (ეხება მათ, ვისაც არა აქვთ ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხის თეოლოგიაში. იხ., თეოლოგიის დარგობრივი გამოცდის საკითხები) - 31 იანვარი
• უცხო ენაში ტესტირების შედეგების გამოქვეყნება - 1 თებერვალი
• აპელაციაზე განცხადებების მიღება - 1 თებერვალი 12:00 საათიდან 17:00 საათამდე დროის მონაკვეთში
• აპელაციის განხილვა და შედეგების გამოცხადება - 1 თებერვალი, 19:00 საათამდე
• გასაუბრება სადოქტორო მიმღებ კომისიასთან - 2 თებერვალი
• საბოლოო შედეგების გამოქვეყნება - 3 თებერვალი
• ხელშეკრულების დადება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 6-7 თებერვალი
• ჩარიცხვის ბრძანების მომზადება - 8 თებერვალი
წარმოსადგენი დოკუმენტები:
• შევსებული განაცხადი - აპლიკაცია, (რომელიც დოქტორანტობის კანდიდატს შეუძლია მიიღოს უნივერსიტეტში ან/და ჩამოტვირთოს)
• კონკურსანტის რეზიუმე (CV);
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
• საზღვარგარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში, აღიარების დოკუმენტი;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
• ფოტოსურათი (3X4 სმ) და მისი ელექტრონული ვერსია;
• სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის);
• სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული უცხო ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, ირიცხება თუ არა პირი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში;
• დოქტორანტობის კანდიდატის მიერ დარგობრივი სადისერტაციო კოლეგიის შემადგენლობიდან (საჯარო მმართველობა, თეოლოგია) შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელობის კანდიდატის რეკომენდაცია (შუამდგომლობა) და სადისერტაციო თემის საკუთარი ხედვა (კვლევის პროექტი), რომელიც უნდა მოიცავდეს კვლევის საგნის აქტუალურობისა და საკითხის მნიშვნელობის დასაბუთებას, ასევე, ნაშრომის სავარაუდო სათაურს, მიახლოებით სტრუქტურასა და საორიენტაციო ბიბლიოგრაფიას;
• 2 სარეკომენდაციო წერილი, რომელთაგან ერთი უნდა იყოს აკადემიური, ხოლო მეორე - სამსახურებრივი;
• ცნობა სამუშაო ადგილისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ.
დამატებითი შეთავაზებები სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს:
• სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი;
• წლიური სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდის შესაძლებლობა;
• საბაუნის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებისა და თანამშრომლებისთვის 10%-იანი ფასდაკლება წლიურ გადასახადზე.
• თეოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე სწავლა დაფინანსებულია შიდასაუნივერსიტეტო სასწავლო გრანტით
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: 2 42 22 42/150
ელ.ფოსტა: phd@sabauni.edu.ge