მიღება

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე: სამართლის (ხელმძღვანელების კვლევითი ინტერესების შესაბამისად, შემდეგ მიმართულებებზე: სამოქალაქო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი; სამოქალაქო სამართლის პროცესი და დავის ალტერნატიული გადაწყვეტა; ადმინისტრაციული სამართალი, საჯარო მმართველობის სამართალი და ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, სისხლის სამართალი და კრიმინოლოგია; სისხლის სამართლის პროცესი; ადამიანის ძირითადი უფლებები და საკონსტიტუციო სამართალწარმოება) საჯარო მმართველობისა  (ხელმძღვანელების კვლევითი ინტერესების შესაბამისად, შემდეგ მიმართულებებზე: საჯარო მმართველობის ორგანიზება, საჯარო პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია, ადამიანური რესურსების მართვა საჯარო სამსახურში, საჯარო სერვისების მართვა, საჯარო ფინანსების მართვა, „კარგი მმართველობის“ სტანდარტები და მათი განხორციელების ინსტრუმენტები საჯარო სექტორში, ციფრული ტექნოლოგიები საჯარო მმართველობაში) და თეოლოგიის სადოქტორო პროგრამებზე (ხელმძღვანელების კვლევითი ინტერესების შესაბამისად, შემდეგ მიმართულებებზე: სისტემატური თეოლოგია, ეკლესიის ისტორია, ეკლესიის სოციალური სწავლება).

შენიშვნა:

ინფორმაცია პროგრამების შესახებ.

ინფორმაცია ხელმძღვანელების შესახებ:

  • სამართლის დარგობრივი სადისერტაციო კოლეგია
  • თეოლოგიის დარგობრივი სადისერტაციო კოლეგია 
  • საჯარო მმართველობის სადისერტაციო კოლეგია 
  • ინფორმაცია დოქტორანტების მიერ კვლევის განხორციელებისათვის მხარდამჭერი და წახალისების მექანიზმების შესახებ

დოქტორანტურასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება დოქტორანტურის დებულებით.

დოქტორანტობის კანდიდატის უნივერსიტეტში პირველადი მიღება და რეგისტრაცია მოიცავს შემდეგ ეტაპებს: 

  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია; 
  • უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდ(ებ)ის ჩაბარება;
  • ხელშეკრულების დადება;
  • აკადემიური რეგისტრაცია.

საბუთების მიღება (რეგისტრაცია)
•    2025 წლის 8 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით

ტესტირება უცხო ენაში (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) (არ ეხება მათ, ვინც საერთაშორისო სერტიფიკატის საფუძველზე გათავისუფლებულია გამოცდისგან ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს შესაბამის უცხო ენაზე.) 

  • 2026 წლის 15 იანვარი

შენიშვნა: ინგლისურ ენის ცოდნის დადასტურება არანაკლებ B1 დონეზე მოეთხოვებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც აბარებენ ფრანგულ ან გერმანულ ენებს.


წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • შევსებული განაცხადი აპლიკაცია (რომელიც დოქტორანტობის კანდიდატს შეუძლია მიიღოს უნივერსიტეტში ან/და ჩამოტვირთოს);
  • კონკურსანტის რეზიუმე (CV);
  • ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 1 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საზღვარგარეთ მიღებული  განათლების შემთხვევაში, აღიარების დოკუმენტი);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
  • სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული უცხო ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ინგლისური ენის ნაცვლად გერმანული ან ფრანგული ენის გამოცდის ჩაბარების ან სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში - ინგლისური ენის B1 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

შენიშვნა: სერტიფიკატის აღიარების წესი განსაზღვრულია შესაბამისი პროგრამით;

შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენისაგან თავისუფლდება დოქტორანტობის კანდიდატი, თუ სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს შესაბამის უცხო ენაზე.

შენიშვნა: დოქტორანტობის კანდიდატი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში, უნივერსიტეტს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

  • ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, ირიცხება თუ არა პირი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში;

  • დოქტორანტობის კანდიდატის მიერ დარგობრივი სადისერტაციო კოლეგიის შემადგენლობიდან შერჩეული სამეცნიერო ხელმძღვანელობის კანდიდატის რეკომენდაცია (შუამდგომლობა) და სადისერტაციო თემის საკუთარი ხედვა (კვლევის პროექტი), რომელიც უნდა მოიცავდეს კვლევის საგნის აქტუალურობისა და საკითხის მნიშვნელობის დასაბუთებას, ასევე, ნაშრომის სავარაუდო სათაურს, მიახლოებით სტრუქტურასა და საორიენტაციო ბიბლიოგრაფიას;

  • 2 სარეკომენდაციო წერილი, რომელთაგან ერთი უნდა იყოს აკადემიური, ხოლო მეორე - სამსახურებრივი;

  • ცნობა სამუშაო ადგილისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ.

  • შესაბამის სფეროში წინარე პუბლიკაციების ასლები ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

შენიშვნა: კანდიდატს სავალდებულოდ მოეთხოვება ჩამოთვლილთაგან მინიმუმ ერთი წინაპირობის დაკმაყოფილება: შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

მიღების პროცედურა:

 

  • დარგობრივი გამოცდა თეოლოგიაში – 2026 წლის 15 იანვარი;
  • ტესტირების შედეგების გამოქვეყნება - 2026 წლის 15 იანვარი;
  • აპელაციაზე განცხადებების მიღება -2026 წლის 15 იანვრის 17:00 საათიდან 18:00 საათამდე დროის მონაკვეთში;
  • აპელაციის განხილვა და შედეგების გამოცხადება - 2026 წლის 15 იანვრის 20:00 საათამდე;
  • გასაუბრება სადოქტორო მიმღებ კომისიასთან - 2026 წლის 16 იანვარი;
  • საბოლოო შედეგების გამოქვეყნება - 2026 წლის 16 იანვარი;
  • ხელშეკრულების დადება დოქტორანტურის კანდიდატებთან - 2026 წლის 20 იანვრიდან 22 იანვრის ჩათვლით;
  • ჩარიცხვის ბრძანების მომზადება - 2026 წლის 23 იანვარი.

საბუთების მიღება იწარმოებს 10:00-დან 19:00 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, უნივერსიტეტის კანცელარიაში, ოთახი #205,  უნივერსიტეტის შენობაში, მისამართზე: კ.ქუთათელაძის ქ. №3.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • შესვენება -  13:00 საათიდან - 14:00 საათამდე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: phd@sabauni.edu.ge

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა