16ივლ,2020
იმიტირებული ეროვნული გამოცდა ინგლისურში
14-16 ივლისს საბაუნის უცხო ენების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა იმიტირებული ეროვნული გამოცდა ინგლისურ ენაში, სადაც მონაწილეობა 20-მდე აბიტურიენტმა მიიღო წინასწარ განსაზღვრული ჯგუფების მიხედვით.
გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტებს მცირე პრეზენტაცია ჩაუტარდათ საბაუნის წლევანდელ შეთავაზებასთან დაკავშირებით და სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.
წელს საბაუნიში ჩარიცხული ყველა პირველკურსელი (პირველი ან მეორე პრიორიტეტით), უფასოდ ისწავლის შემოდგომის სემესტრზე.
აბიტურიენტებს შედეგები მეილზე ეცნობებათ დღეს დღის ბოლომდე.
საბაუნი წარმატებებს გისურვებთ.