24ივლ,2020
FUCE სტიპენდიანტები
საბაუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორმა სტუდენტმა, ზურა მურვანიძემ და მარიამ ჯიქურაშვილმა მოიპოვეს ექსკლუზიურად საბაუნის სტუდენტებისათვის გამოყოფილი FUCE-ს სასწავლო სტიპენდია და 2020-2021 წლის გაზაფხულის სემესტრს გაივლიან პოლონეთში, ვარშავის კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით.
სტუდენტები მოკლედ გვიზიარებენ პირველ ემოციებს:
მარიამ ჯიქურაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი:
„საბაუნიში შემობიჯებისთანავე ვიცოდი, რომ მეგობრული, საინტერესო და შესაძლებლობებით სავსე ადგილის ნაწილი გავხდი, რომელიც პიროვნული თუ კარიერული თვალსაზრისით ჩემს წინსვლას უზრუნველყოფდა. ასე ვფიქრობდი მაშინ, როდესაც უნივერსიტეტების სიაში პირველი სწორედ 088 ჩავწერე, რასაც გამართლებული გრანტი და წარმოუდგენლად საინტერესო სტუდენტური ცხოვრება მოჰყვა..
საბაუნის წყალობით შევხვდი ბევრ არაჩვეულებრივ ლექტორს, რომელთა წყალობით უამრავი საინტერესო აქტივობის მონაწილე გავხდი. ვგრძნობ რომ ჩემი ლექტორები ჩემი წინსვლისთვის აკეთებენ ყველაფერს, რაც იშვიათი ფუფუნებაა...
საბაუნიში მომეცა შესაძლებლობა გამეუმჯობესებინა ინგლისური ენის ცოდნის დონე ამერიკელი მასწავლებლების საინტერესო აქტივობებისა და ლექციების დამსახურით.
და რაც მთავარია, ამ უნივერსიტეტში შევძელი მონაწილება მიმეღო FUCE გაცვლით პროგრამაში და მომეპოვებინა გრანტი ევროპაში სწავლის გასაგრძელებლად, რომლის მეშვეობითაც მჯერა პიროვნულად ბევრად უფრო გაზრდილი და სიახლეებით სავსე დავბრუნდები. აღნიშნული შანსი სირთულეების ხვედრია,მე კი საბაუნიმ მომცა ამისი შანსი, მართალია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა გაცვლითი პროგრამებზეც იქონია გავლენა, თუმცა პირადად მე მოტივაცია არასდროს დამიკარგავს. საბაუნიში ოცნებები ნამდვილად ხდება“...
ზურა მურვანიძე, თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი: FUCE-ის გაცვლითი პროგრამის შესახებ გავიგე ჩემი უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალიდან და უფროსკურსელი მეგობრებიდან, რომლებიც მიზიარებდნენ FUCE პროგრამაში მონაწილეობით დაგროვებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს. მოლოდინები რომლებიც ამ პროგრმასთან დაკავშირებით მქონდა საკონკურსო სტარტიდან დღემდე უცვლელია. გაცვლით პრორამაში მონაწილეობა ჩემი სპეციალობის განხრით ჩემი სტუდენტური ცხოვრების თანამეგზური სურვილი გახლავთ და მჯერა FUCE-ის გაცვლითი პროგრამის დახმარებით ვარშავის სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ხელს შეუწყობს ჩემს ინტერკულტურულ გარემოში მარტივ ადაპტირებასა და ცნობიერების ზრდას, ასევე კარიერული ასპარეზის ფორმულირებას.