ცისია ოქროპირიძე
მალტის უნივერსიტეტი
ცისია ოქროპირიძე, სამართლის ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტი და ანტიდისკრიმინაციული სამართლის ცენტრის ხელმღვანელი Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით მალტის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
პროგრამის ფარგლებში მან ლექციები ჩაატარა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის, სადაც ისაუბრა შემდეგ თემებზე: ევროპული ინტეგრაცია, ადამიანის უფლებები ევროკავშირში, შიდა ბაზრის თავისუფლებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებებს შორის ბალანსი და სხვა. ხაზი გაესვა ევროკომისიის, როგორც ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის მცვლელის როლს.
„საოცარი გამოცდილება იყო იმ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა, სადაც რამდენიმე წლის უკან თავად ვსწავლობდი. აღნიშნული ვიზიტი ვფიქრობ ნაყოფიერი იყო, რადგან უფრო მეტად დავუახლოვდი მალტის უნივერსისტეტის სამართლის ფაკულტეტის წარმომადგენლებს, რომელთაც მზაობა გამოთქვეს ჩემთან და საბაუნისთან თანამშრომლობაზე. შესაბამისად, უკვე არსებობს რაღაც იდეები სამომავლო თანამშრომლობაზე. სამართლის ფაკულტეტის გარდა, შევხვდი მალტის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და ასევე ტრეფიკინგის თემაზე მომუშავე ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესდნენ საბაუნისთან თანამშრომლობით“ - ცისია ოქროპირიძე.
ცისია ოქროპირიძის Erasmus+ მობილობა მალტის უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 15-19 აპრილს განხორციელდა.