საერთაშორისო კვირეული 2024
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეული 2024 სხვადასხვა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციების სერიაა, რომელიც ინტერდისციპლინური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას ეძღვნება. მრავალფეროვანი პერსპექტივებისა და გამოცდილების გაზიარებით, 2024 წლის საერთაშორისო კვირეული მიზნად ისახავს ახალი იდეებისა და კვლევითი საქმიანობის წახალისებას.
საერთაშორისო კვირეული 2024 გაიმართება 16-20 დეკემბერს თბილისში. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ: უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს, ახალგაზრდა მკვლევრებს, დოქტორებსა და დოქტორანტებს.
ძირითადი დეტალები
ჩატარების ადგილი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
ფორმატი: ადგილზე
სამუშაო ენა: ინგლისური/ქართული
გამოქვეყნების შესაძლებლობები: კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი ნაშრომები განსახილველად გადაეცემა სარეცენზიო კომისიას, ხოლო განხილვისა და დადებითად შეფასების შემდეგ გამოქვეყნდება შემდეგ ჟურნალებში: „ორბელიანი“; „დიალოგი“, “Journal of Development Studies”, “Orbeliani Law Review”, კონფერენციის ნაშრომების კრებული
მნიშვნელოვანი თარიღები
- 1 ივლისი - აბსტრაქტის გამოგზავნა და ელ. რეგისტრაცია
- 18 ივლისი - შეტყობინება/პასუხი აბსტრაქტის მიღების შესახებ
- 1 ნოემბერი - რეგისტრაცია
- 16-20 დეკემბერი - საერთაშორისო კვირეული
- 1 თებერვალი - ნაშრომის წარდგენა გამოსაცემად
წინასწარი განრიგი და საერთაშორისო კონფერენციები
- 16 დეკემბერი: გახსნის ცერემონია
- 17 დეკემბერი: მე-2 საერთაშორისო კონფერენცია - სამედიცინო განათლების გამოწვევები
- 17-18 დეკემბერი: მე-2 საერთაშორისო კონფერენცია თეოლოგიასა და რელიგიის კვლევებში
- 18 დეკემბერი: მე-2 საერთაშორისო კონფერენცია - გარდამავალ ეტაპზე მყოფი საზოგადოებები
- 19 დეკემბერი: მე-7 საერთაშორისო კონფერენცია განვითარების კვლევებში
- 20 დეკემბერი: საერთაშორისო კონფერენცია შედარებით და ევროპულ სამართალში
კონფერენციაში მონაწილებისთვის, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბმულზე.
საერთაშორისო კვირეულის პროგრამა ითვალისწინებს სოციალურ და კულტურული ღონისძიებებს. დეტალურ ინფორმაციას რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ მოგვიანებით.
კონფერენციაში რეგისტრაციისა და მონაწილეობისთვის არ არის დაწესებული გადასახადი.