საერთაშორისო კვირეული 2025
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვირეული 2025 სხვადასხვა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციების სერიაა, რომელიც ინტერდისციპლინური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას ეძღვნება. მრავალფეროვანი პერსპექტივებისა და გამოცდილების გაზიარებით, 2025 წლის საერთაშორისო კვირეული მიზნად ისახავს ახალი იდეებისა და კვლევითი საქმიანობის წახალისებას.
საერთაშორისო კვირეული 2025 გაიმართება 26-30 მაისს თბილისში. კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ: უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალს, ახალგაზრდა მკვლევრებს, დოქტორებსა და დოქტორანტებს.
ძირითადი დეტალები
ჩატარების ადგილი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
ფორმატი: ჰიბრიდული
სამუშაო ენა: ინგლისური/ქართული
გამოქვეყნების შესაძლებლობები: კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი ნაშრომები განსახილველად გადაეცემა სარეცენზიო კომისიას, ხოლო განხილვისა და დადებითად შეფასების შემდეგ გამოქვეყნდება შემდეგ ჟურნალებში: „ორბელიანი“; „დიალოგი“, “Journal of Development Studies”, “Orbeliani Law Review”, კონფერენციის ნაშრომების კრებული
მნიშვნელოვანი თარიღები
- 8 ივლისი - აბსტრაქტის გამოგზავნა და ელ. რეგისტრაცია
- 18 ივლისი - შეტყობინება/პასუხი აბსტრაქტის მიღების შესახებ
- 26-30 მაისი - საერთაშორისო კვირეული
- 1 აგვისტო - ნაშრომის წარდგენა გამოსაცემად
წინასწარი განრიგი და საერთაშორისო კონფერენციები
- 26 მაისი: გახსნის ცერემონია
- 26 მაისი: მე-2 საერთაშორისო კონფერენცია - სამედიცინო განათლების გამოწვევები
- 27 მაისი: მე-2 საერთაშორისო კონფერენცია თეოლოგიასა და რელიგიის კვლევებში
- 28 მაისი: მე-2 საერთაშორისო კონფერენცია - გარდამავალ ეტაპზე მყოფი საზოგადოებები
- 29 მაისი: მე-7 საერთაშორისო კონფერენცია განვითარების კვლევებში
- 30 მაისი: საერთაშორისო კონფერენცია შედარებით და ევროპულ სამართალში
კონფერენციაში მონაწილებისთვის, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბმულზე.
საერთაშორისო კვირეულის პროგრამა ითვალისწინებს სოციალურ და კულტურული ღონისძიებებს. დეტალურ ინფორმაციას რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებენ მოგვიანებით.
კონფერენციაში რეგისტრაციისა და მონაწილეობისთვის არ არის დაწესებული გადასახადი.