18დეკ,2024
მე-2 საერთაშორისო კონფერენცია „ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფი საზოგადოებები“
ადგილი:სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
განთავსების თარიღი:5/07/2024
2024 წლის 18 დეკემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფი საზოგადოებები".
კონფერენციის ძირითადი იდეა
გარდამავალ ეტაპზე მყოფი საზოგადოების გამოწვევების ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან განხილვა შესაძლებლობას გვაძლევს გავაანალიზოთ პოლიტიკურ კონფლიქტებთან დაკავშირებული ისტორიული და უახლესი გამოცდილება, ევროპის უსაფრთხოება, ახალი მსოფლიო დღის წესრიგის პერიპეტიები და ამასთანავე, საზოგადოების განწყობებზე, ქცევებზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მოქმედი სოციალური თუ სხვა ფაქტორების გავლენა.
კონფერენცია დაიყოფა დარგობრივ თემატურ სექციებად: 1. პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების პანელი და 2. ფსიქოლოგიის პანელი.
კონფერენციის მიზანი
კონფერენცია მიზნად ისახავს უახლეს კვლევებსა და პრაქტიკაზე დაყრდნობით მეცნიერების მიგნებების გაცნობას, აქტუალური გამოწვევების გაანალიზებას, მოსალოდნელი პრობლემების პრევენციისა და ინტერვენციის გზების/საშუალებების წარმოჩენას და მათი გამოყენების არსებული პრაქტიკის გაზიარებას.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესორებს, ახალგაზრდა მეცნიერებს, დოქტორებსა და დოქტორანტებს
- კონფერენციის ფორმატი: ადგილზე
- კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური/ქართული
- კონფერენციაში მონაწილეობისთვის არ არის დაწესებული გადასახადი
- ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი
კონფერენციაში მონაწილებისთვის, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბმულზე.
გამოქვეყნების შესაძლებლობები:
კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი ნაშრომები განსახილველად გადაეცემა სარეცენზიო კომისიას, ხოლო განხილვისა და დადებითად შეფასების შემდეგ გამოქვეყნდება შემდეგ ჟურნალებში:
• სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური ჟურნალი „ორბელიანი“;
• კონფერენციის ნაშრომების კრებული/ჟურნალი
სამეცნიერო კომიტეტი: თამარ ქობულაძე (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველო), ივანე ოქრომჭედლიშვილი (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველო), პიოტრ მუსიევიჩი (კრაკოვის იეზუიტების უნივერსიტეტი „იგნატიანუმი“, პოლონეთი), მაია მაჭავარიანი-წერეთელი (კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველო), მაია მანჩხაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველო), ბერნადეტა ლელონეკ-კულეტა (იოანე პავლე II-ის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი, პოლონეთი), რენატა სედლაკოვა (ოლომოუცის პალაცკის უნივერსიტეტი, პოლონეთი), დანა ფენტონი (ლემანის კოლეჯი, აშშ).