27მაი,2025
მე-2 საერთაშორისო კონფერენცია თეოლოგიასა და რელიგიის კვლევებში - „ეკლესია მეორე ათასწლეულში“
ადგილი:სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
2025 წლის 27 მაისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართება მეორე საერთაშორისო კონფერენცია თეოლოგიასა და რელიგიის კვლევებში - „ეკლესია მეორე ათასწლეულში“.
კონფერენციის პარტნიორები:
- ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტი
- კრაკოვის იგნატიანუმის იეზუიტური უნივერსიტეტი
კონფერენციის მიზანია, მეორე ათასწლეულში თეოლოგიის სხვადასხვა დარგში არსებული პრობლემების წარმოჩენა და მათი გადაწყვეტის გზების ძიება. თემები დაშვებულია თეოლოგიის ყველა დარგიდან.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორებს, დოქტორთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს და დოქტორანტებსა.
- სამუშაო ენა: ინგლისური/ბერძნული/იტალიური
- ჩატარების ადგილი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
კონფერენციაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბმულზე.
სამეცნიერო კომიტეტი: გოჩა ბარნოვი (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველო), ვაჟა ვარდიძე (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველო), თეიმურაზ ბუაძე (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველო), ანდრეა ზახარიუ (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველო), მამა ბასილ გეორგოპულუ (თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი, საბერძნეთი), ბეჟან ჯავახია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო), პიოტრ მუსიევიჩი (კრაკოვის იგნატიანუმის იეზუიტური უნივერსიტეტი, პოლონეთი), იოანე პანაღიოტოპულოსი (ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საბერძნეთი).