ლიკა კობალაძე
აფილირებული ასისტენტი
სამართლის მაგისტრი, დოქტორანტი
სამართლის ფაკულტეტი
ელ. ფოსტა: l.kobaladze@sabauni.edu.ge
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული (სამართალმცოდნე, მაგისტრი), ამჟამად - აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დოქტორანტი.
აქვს 13 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასამართლო სისტემაში. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაჟიორი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სხდომის მდივანი და მოსამართლის თანაშემწე. ამჟამად არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის მთავარი კონსულტანტი - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
EU4Justice - სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის, 2018 წლის პირველი უცხოენოვანი მართლმსაჯულების ზამთრის სკოლის მონაწილე; მიღებული აქვს მონაწილეობა Promoting Rule of Law in Georgia/USAID - ის ტრენინგებსა და სემინარებში თემაზე ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში“; სხვადასხვა დროს (2010 წლიდან - დღემდე) მონაწილეობა მიღებული აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სამუშაო შეხვედრებში სამუშაო სფეროსა და მიმართულების გათვალისწინებით (სამოქალაქო სამართალწარმოების პრობლემატიკა, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო საპროცესო სამართლის საკვანძო საკითხები, ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობა და ა.შ.).
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შემოუერთდა 2019 წელს. არის სამართლის ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტი.
სალექციო კურსები
- საოჯახო სამართალი
- მემკვიდრეობის სამართალი
გამოქვეყნებული ნაშრომები
სტატიები
- სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (ELL), პუბლიკაცია თემაზე: ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სამართალწარმოება და მათი განხილვის თავისებურებანი“.
- მორიგებისა და სასამართლო მედიაციის ინსტიტუტების თანაარსებობა სამოქალაქო პროცესში, ჟურნ. „ორბელიანი“, N1, 2019;
- იურიდიული ინტერესი სამოქალაქო პროცესში, კრებული ,,სერგო ჯორბენაძე 90“, თბილისი, 2019;