რევაზ ჩხეიძე
მოწვეული ლექტორი
მოწვეული ლექტორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი
ელ.ფოსტა: chkheidrezo@yahoo.com
საქართველოს უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; თბილისი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი; 2006 წლიდან სახვადასხვა უნივერსიტეტებში კითხულობს სალექციო კურსებს შემდეგ თემებზე: ევროკავშირის სამართალი, ევროპული პოლიტიკა, ევროპული ინსტიტუტები და პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრინციპები და საფუძვლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, თანამედროვე პოლიტიკა და საჯარო ადმინისტრირება საქართველოში; დოქტორანტურაში მისი კვლევის საგანია ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა და საქართველო.
რევაზ ჩხეიძე 1996 წლიდან მუშაობს საჯარო სამსახურში. იგი მუშაობდა სხვადასხვა, მათ შორის მენეჯერულ პოზიციებზე საქართველოს პარლამენტში, საქართველოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომაროების საინფორმაციო ბიუროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში; ამჟამად რევაზ ჩხეიძე მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.
რევაზ ჩხეიძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იგი სწავლობდა პარიზის მე-2 უნივერსიტეტში ევროპული გაერთიანების სამართალს; მას გავლილი აქვს სხვადასხვა მოკლევადიანი და გრძელვადიანი კურსები ესტონეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საქართველოში უსაფრთხოების, დიპლომატიის, ევროკავშირში ინტეგრაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული ლიდერობის, დაზვერვის ანალიტიკის კუთხით; მან ასევე გაიარა საკანონმდებლო პრაქტიკის პროგრამა აშშ-ში კონგრესმენის ოფისში;
სალექციო კურსები
- ევროკავშირის სამართალი
- ევროპული პოლიტიკა,
- ევროპული ინსტიტუტები და პოლიტიკა,
- საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრინციპები და საფუძვლები,
- საერთაშორისო ორგანიზაციები,
- თანამედროვე პოლიტიკა და საჯარო ადმინისტრირება საქართველოში;
გამოქვეყნებული ნაშრომები
სტატიები
- ევროკავშირში მუშახელის თავისუფალი გადაადგილების სამართლებრივი ასპექტები, ეკონომიკური პოლიტიკისა სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) გამოცემა ქართული სამართლის მიმოხილვა 10, N1, 2007;
- ფიზიკურ პირთა შრომითი ურთიერთობები, Friedrich Ebert Stiftung, მკვლევარი რევაზ ჩხეიძე, მთავარი მკვლევარი ეკატერინე ქარდავა, ასოციაცია „ევროპის დროით“ ქ. თბილისი, 2013 წ.
- Transformative impact of Georgia`s EU Integrations Agenda, Revaz Chkheidze, EU Association Agrements, With Georgia, Moldova, and Ukraine: Thtough cooperation toward integrations, Chișinău-Tbilisi-Chernivtsi, 2017;