• ვიდეო გალერეა
  • info@sabauni.edu.ge
  • EN
  • GE
შესვლა
Logo
  • ჩვენ შესახებ
    • უნივერსიტეტი
      • რექტორის მიმართვა
      • ისტორია
      • მისია და ხედვა
      • სიმბოლიკა
      • სტრატეგიული გეგმა
      • ბიუჯეტი
      • სტრუქტურა
      • დოკუმენტები
      • ავტორიზაცია/აკრედიტაცია
      • პროგრამების კატალოგი
      • ანგარიშები
      • სტატისტიკა
    • პერსონალი
      • აკადემიური პერსონალი
      • მრჩეველთა საბჭო
      • ადმინისტრაცია
      • დასაქმება
      • სიახლეები
    • პროფესიული განვითარების ცენტრი
      • ცენტრის შესახებ
      • სიახლეები
    • ბიბლიოთეკა
      • საქმიანობა და ფუნქცია
      • სერვისები
      • სივრცის დაჯავშნის ინსტრუქცია
      • ელექტრონული კატალოგი
      • სამეცნიერო ბაზები
      • ინსტრუქცია
      • სასარგებლო ბმულები
  • აბიტურიენტებისთვის
    • რატომ საბაუნი
    • სიახლეები
    • მიღება
    • აბიტურიენტებისთვის - პროგრამები
      • ბიზნესის ადმინისტრირება
      • ტურიზმი
      • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)
      • სამართალი
      • საერთაშორისო ურთიერთობები
      • ფსიქოლოგია
      • პოლიტიკის მეცნიერება
      • სოციოლოგია
      • თეოლოგია
      • ინგლისური ფილოლოგია
      • საჯარო მმართველობა
    • ორბელიანის აკადემია
      • პროექტის შესახებ
    • ღია კარის დღეები
    • საბაუნის ენების ცენტრი
  • სტუდენტებისთვის
    • დასაქმება და კარიერული წინსვლა
    • სტუდენტურ საქმეთა მენეჯერი
    • გზამკვლევი
      • აკადემიური კალენდარი
      • საკონსულტაციო ცხრილი
      • დასაქმება/სტაჟირება
      • უცხოელი სტუდენტებისთვის
      • საპროექტო განაცხადი
      • სტუდენტური პორტალის ვიდეო ინსტრუქცია
    • მაგისტრატურა
    • სტიპენდიები
    • სტუდენტური სერვისები
      • სხვა სერვისები
      • კამპუსი
      • ინფრასტრუქტურა
    • თვითმმართველობა
  • ფაკულტეტები
    • სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
    • სამართლის ფაკულტეტი
    • ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
    • თეოლოგიის ფაკულტეტი
    • სადოქტორო სკოლა
  • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • სიახლეები
    • Erasmus +
      • Erasmus + ის შესახებ
      • გაცვლითი პროგრამა KA171
      • პარტნიორი უნივერსიტეტები
    • FUCE სასწავლო გრანტი
      • FUCE სასწავლო გრანტის შესახებ
      • მონაწილეობის პირობები
      • საჭირო დოკუმენტაცია:
    • სწავლა უცხოეთში
      • გაცვლითი პროგრამები
      • საზაფხულო სკოლები
    • საერთაშორისო სტუდენტები
      • მიღება
      • Guidemate
      • პროგრამები
      • კონტაქტი
    • კონკურსები და სტიპენდიები
    • საერთაშორისო პროექტები
      • ENHANCE-GSL
      • EIDA
      • STAR
    • თანამშრომლობა
      • საერთაშორისო ქსელები და ასოციაციები
      • პარტნიორები
    • CUP
    • შთაბეჭდილებები
      • სტუდენტები
      • პერსონალი
  • კვლევა
    • კვლევითი საქმიანობა
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე კვლევითი პროექტები
      • დასრულებული კვლევითი პროექტები
    • კონფერენციები
      • საერთაშორისო კონფერენციები
      • ადგილობრივი კონფერენციები
      • სტუდენტური კონფერენცია
    • კვლევის ეთიკა
      • მიმოხილვა
      • კვლევის ეთიკის დებულება
      • კვლევის ეთიკის საბჭო
    • სამეცნიერო პერსონალი
    • დისერტაციები
    • პროფესიული განვითარება
    • სამეცნიერო ფონდები და ორგანიზაციები
    • ანგარიშები
      • 2025 - 2026
      • 2020-2021
      • 2024-2025
      • 2021-2022
      • 2022-2023
      • 2023-2024
    • გამომცემლობა
      • გამომცემლობის შესახებ
      • წიგნების კატალოგი
      • გამოცემები
  • სიმპოზიუმი
    • კონფერენციის შესახებ
    • სარედაქციო გუნდი
    • სარედაქციო პოლიტიკა
    • ავტორებისთვის
    • მიმდინარე
    • არქივები
    • ნაშრომების წარდგენა სამეცნიერო ჟურნალში
    • განცხადებები
    • პროგრამები
    • კონფიდენციალურობა
    • საკონტაქტო

ირმა ტალახაძე

  • მთავარი
  • ინტერნაციონალიზაცია
  • შთაბეჭდილებები
  • პერსონალი
  • ირმა ტალახაძე
ირმა ტალახაძე

ირმა ტალახაძე

რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ირმა ტალახაძე კვლევითი გრანტით სტუმრობდა რუჟომბეროკის კათოლიკურ უნივერსიტეტს, სადაც სამი თვის განმავლობაში ბიბლიოთეკებსა და ეკლესია-მონასტრებში აგროვებდა მასალებს სამონასტრო ორდენების შესახებ. განხორციელებულ კვლევასა და სამომავლო გეგმებზე ქალბატონი ირმა გვესაუბრა. 

ქალბატონო ირმა, თქვენ სამი თვით იმყოფებოდით კვლევითი გრანტით სლოვაკეთში, გთხოვთ მოგვიყვეთ ამ პროექტის და თქვენი ამ პროექტში მონაწილეობის შესახებ.

გასულ წელს მოვიპოვე სლოვაკეთის სახელმწიფოს სამეცნიერო-კვლევითი გრანტი, რომლის ფარგლებშიც 2019 წლის ნოემბრიდან სამი თვის განმავლობაში მომიწია პატარა საუნივესიტეტო ქალაქ რუჟომბეროკში ყოფნა. აქვე, ვისარგებლებ, როგორც იტყვიან, შემთხვევით და რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტის რექტორს, ადმინისტრაციას და განსაკუთრებით, ფილოსოფიის ფაკულტეტის ხელმძღვანელობას გულწრფელ მადლობას მოვახსენებ ცხოვრებისა და,  რაც მთავარია, სამეცნიერო კვლევის განსახორციელებლად  არაჩვეულებრივი პირობების შექნისათვის. საგრანტო კვლევითი  თემატიკა ჩემი სამეცნიერო ინტერესების სფეროს ( ეკლესიის ისტორია, მონასტერი და სამონასტრო ტიპიკონი)  ეხება; შედარებით-ისტორიული კვლევის ბაზაზე მის გაღრმავებას ითვალისწინებს. საამისოდ სლოვაკეთი, ვფიქრობ, სწორად იყო შერჩეული; კონფესიური თვალსაზრისით, იქ მრავალფეროვანი გარემოა: კათოლიკურის გვერდით იქ არის უნიატური, ორთოდოქსული და პროტესტანტული ეკლესიები. ამდენად, კვლევისთვის შესაფერ გარემოში აღმოვჩნდი, რამაც საშუალება მომცა, არა მხოლოდ საჭირო, საინტერესო წყაროები და ლიტერატურა დამემუშავებინა, არამედ, ურთიერთობა დამემყარებინა მეცნიერ-სპეციალისტებთან, სასულიერო პირებთან, მომეხილა სლოვაკეთის ეკლესია-მონასტრები.  მოვიარე  სლოვაკეთის, განსაკუთრებით, მისი ჩრდილოეთი ნაწილის ისტორიული ძეგლები, ეკლესია-მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები, სადაც  დაუბრკოლებლად შემეძლო წიგნსაცავებით და ბიბლიოთეკებით სარგებლობა. ყოველივე ნანახმა ჩემში აღტაცებისა და პატივისცემის გრძნობა აღძრა  სლოვაკეთის სახელმწიფოს,  მისი საეკლესიო პოლიტიკის, საზოგადოდ, სლოვაკეთის  საზოგადოების მიმართ, რომელიც თვალისჩინივით უფრთხილდება თავის წარსულს, ისტორიას.

რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი თქვენთვის?

პროექტი ჩემთვის მეტად ფასეული აღმოჩნდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახალ მასალებზე წვდომა, მისი მოძიება მეცნიერისათვის სტიმულიც არის და მოტივაციაც. ამასთან, ეს ჩემთვის ერთგვარი გამოცდაც იყო -  უცხო გარემოში ადაპტირების, შრომის რაციონალურად განაწილების თვალსაზრისით დროის მცირე მონაკვეთში. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც განსხვავებულ გარემოში გამოცდილების მიღება და ჩაფიქრებულ-დაგეგმილი შედეგების მიღწევაა, რაც, ამავდროულად, სამეცნიერო თვალსაწიერის გაფართოებასაც გულისხმობს. ამაში უცხოელ მკვლევარ-მეცნიერებთან ურთიერთობა და გამოცდილების გაზიარება ძალიან დამეხმარა.

როგორ შეაფასებდით თქვენს ამ კვლევით პროექტში მონაწილეობას?

ვფიქრობ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიე, მაგრამ ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანი არის მოპოვებული მასალების კლასიფიკაცია, ანალიზი, შედეგების ასახვა სამეცნიერო კვლევებში.

რა გეგმები გაქვთ მომავალში?

სლოვაკეთში გაწეულმა შრომამ, მასალამ, რომელიც მოვიპოვე, მიჩვენა, რომ სამუშაო სულაც არაა დასრულებული,  კვლავ რჩება დიდი რესურსი,  რომელიც ჩემს სამეცნიერო თემატიკას უფრო სრულყოფილს და მრავალფეროვანს გახდის. ამასთანავე, მომზადებული სტატიების ნაწილის უცხოენოვან სამეცნიერო გამოცემებში  გამოქვეყნებასაც ვაპირებ; რუჟომბეროკის უნივერსიტეტმა ამის მზაობა გამოხატა.

ასევე, სურვილი მაქვს, ბოლომდე მივიყვანო მონოგრაფიაზე მუშაობა, რომლის პროცესიც კარგა ხანია, დაწყებული მაქვს და, ცოტა არ იყოს, გამიგრძელდა. 
და ბოლოს კიდევ ერთხელ, მადლიერებას და უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ  სლოვაკეთის სახელმწიფოსა და ჩემი მასპინძელი უნივერსიტეტის მიმართ, მადლობას მოვახსენებ მასპინძლობისა და გაწეული დახმარებისათვის ფილოსოფიის ფაკულტეტის პროფესორს, ეუგენ ზელენაკს, ისტორიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ მარეკ ბაბიკს, შუა საუკუნეების ისტორიის მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ მიროსლავ ჰუტკას, უნივერსიტეტის თანამშრომლებს, კოლეგებს, განსაკუთრებით კი, პაულინა კოვაჩოვას და მის მეუღლეს, აგრეთვე, პროფესორს ლატვიის რესპუბლიკიდან -ივეტა ლეიტანეს. ასევე, საბაუნის რექტორს, ბატონ ვაჟა ვარდიძეს  და ყველას, ვინც თუნდაც მცირედით შეეწივნენ  აღნიშნული პროექტის განხორციელებას. ასეთი სახის კვლევითი გრანტები და  ორმხრივი თანამშრომლობა უთუოდ სასიკეთოდ წაადგება ჩვენს სამეცნიერო სფეროს.

კვლევითი გრანტი განხორციელდა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და რუჟომბეროკის უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში. უნივერსიტეტები ასევე თანამშრომლობენ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, როგორიცაა Erasmus+ ICM  და ერთბლივი კონფერენციები. 
 

  • სტუდენტები
  • პერსონალი
logo
  • გზამკვლევი უცხოელი სტუდენტებისთვის
  • რეკვიზიტები
  • ღონისძიებების ინიცირება
  • კონტაქტი
  • ელექტრონული კატალოგი
  • საიტის რუქა
  • მაგისტრატურა
  • აკადემიური კალენდარი
  • პროგრამები
  • ბატონიშვილის ბიბლიოთეკა
  • Cookie პოლიტიკა

Copyright © 2026 | Created By Integral Web Studio.

ვებ საიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. საიტით გამართულად სარგებლობის გასაგრძელებლად დაეთანხმეთ Cookie-ს გამოყენებას. Cookie პოლიტიკა